ზურა ხაჩიძე “ფეისბუქზე” სამწუხარო ინფორმაციას აქვეყნებს. როგორც ის წერს, გარდაიცვალა ხათუნას დედა, ნუნუ ჟორდანია.
“ძალიან დავიღალე ამდენი საყვარელი ადამიანის გარდაცვალებით!
გარდაიცვალა ხათუნას და ჩემი დედაც, ნუნუ ჟორდანია!
გასვენება ხუთშაბათს 3 საათზე, იოანე ღვთისმეტყველის ეკლესიიდან!
მოიხსნენოს შენი სული, ნუნუ, უფალამა სასუფეველსა თვისა! ამინ” – წერს ზურა.
როგორც ზურა ჩვენთან საუბარში ამბობს, 84 წლის ნუნუ ჟორდანია დღეს სახლში გულის უკმარისობით გარდაიცვალა.







