სელენა გომესმა Instagram-ზე ფოტო გამოაქვეყნა, სადაც თირკმლის გადანერგვის შედეგად დარჩენილი ნაიარევი ჩანს და ამის შესახებ პოსტი დაწერა.
“თირკმლის გადანერგვის შემდეგ, თავდაპირველად, ძალიან მიჭირდა ნაიარევის გამოჩენა. არ მინდოდა, ფოტოებში გამოჩენილიყო, ამიტომ ისეთ ტანსაცმელს ვიცვამდი, რაც მას დაფარავდა. ახლა, ისე როგორც არასდროს, თავდაჯერებულო ვარ იმაში, ვინც ვარ და რა გზაც გავიარე. ამით ამაყი ვარ. ყველა სხეული მშვენიერია”. – წერს გომესი.
სელენა გომესი წლების მანძილზე ებრძოდა მგლურას დაავადებას, რამაც თირკმლები დაუზიანა. მსახიობს და მომღერალს თირკმელების გადანერგვა მოუხდა, მაგ ოპერაციის დროს არტერია გაუსკდა და მისი მდგომარეობა გართულდა.







