მსახიობი ბაია დვალიშვილი სოციალურ ქსელში თავის ნამუშევარს აქვეყნებს სახელწოდებით “ედემის ბაღი”. და იქვე წერს – ძველ გატაცებას მივუბრუნდიო.

მსახიობს ინტერვიუებში არა ერთხელ აქვს მოყოლილი, მძიმე 90-იან წლებში, თავის გადასარჩენად, მეგობართან ერთად როგორ კერავდა სამოსს და აკეთებდა თოჯინებს… და ნამუშევრებს შემდეგ რეალიზებას უკეთებდნენ.
ბაია დვალიშვილი: – ბნელ 90-იან წლებში, ჭრაქის შუქზე აღმოვაჩინე საქმე, რომელიც შემოქმედებასთან, ფერთან, წებოსთან, საღებავებთან მაკავშირებდა და დავიწყე თოჯინების კეთება. რამდენიმე მათგანს ახლაც ვინახავ. ერთ-ერთის კაბა ფოტოებით შევქმენი და ალბათ, გამორჩეული ამითაა. თავის დროზე დიდ მოწონებას იმსახურებდა და კარგ ფასად იყიდებოდა. ასევე დეკორატიულად ვაფორმებდი ბოთლებს, ლანგრებს. ეს საქმე იყო სპონტანური, სიტუაციური და არა პროფესიული.








