რეჟისორი ქეთი დოლიძე სურვილს გამოთქვამს, სოფლიდან ჩამოსული გარემოვაჭრეები რაიონებში დაბრუნდნენ და მიწა დაამუშავონ.
“რას აკეთებს ელიავას ბაზრობის ხიდის ქვეშ დაბუდებული ხალხი?! რატომ არ მიდიან თავიანთ სოფლებში?! მთელი სოფელი ჩამოვიდა თბილისში. ერთხელ გააკეთეთ რეპორტაჟი, თუ არ დაგემალებიან, ჰკითხეთ – რატომ არ მიდიან სოფლებში, რატომ არ ამუშავებენ მიწას? როგორ შეიძლება მთელი სოფელი თბილისში იყოს?!“, – ამბობს ის “ტვ პირველისთვის” მიცემულ ინტერვიუში.






