გლამურულ საზოგადოების ღონისძიებებზე და ცერემონიებზე, ფოტოგრაფები, ყოველთვის თავიანთ ადგილს იკავებენ და მცირე დეტალებსაც კი, დიდ ყურადრებას აქცევევნ.
მაღალი წრის საზოგადოების ცნობილი სახეები შესანიშნავად გამოიყურებიან, ჟურნალისტები კი, მათ შეკითხვებზე რეპეტიციებს ატარებენ … მაგრამ შემდეგ, რაღაც ისე არ ხდება, როგორც დაგეგმილი იყო.
გთავაზობთ, 10 სასაცილო, უხერხულ და პროვოკაციულ სიტუაციებს, წითელ ხალიჩაზე.
1. ანჯელინა ჯოლი საკუთარ ძმას ეამბორება
ქორწინება, შემდეგ კი ანჯელინა ჯოლის გრძელვადიანი განქორწინება ბრედ პიტთან – ამ მოვლენებმა მსახიობის ცხოვრებაში იმდენად მოიხიბლა საზოგადოება, რომ ყველაფერი რაც ადრე მოხდა, ბევრმა უკვე დაივიწყა.

პიტთან ოჯახური ცხოვრებამდე, ანჯელინა ეპატაჟური ცხოვრების მოყვარული იყო. მაგალითად, მსახიობმა, მთელ მსოფლიოში, თავი შეირცხვინა, როდესაც 2000 წელს, ოსკარზე, მან თავის ძმა ჯეიმს ჰეივენს, ვნებიანად აკოცა.
მოგვიანებით მსახიობმა განმარტა, რომ ეს იყო ემოციური რეაქცია იმ ფაქტზე, რომ მათმა დედამ, კიბოთი მკურნალობის კურსი ჩაიტარა.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ ჯეიმსთან კოცნა ერთადერთი არ ყოფილა: ჯოლი ძმას, კიდევ რამდენიმე ცერემონიალზე, ასევე ფოტოსესიებზე ვნებიანად ეამბორა. იმ პერიოდში, პრესაში, ინცესტის (სისხლით ნათესავებს შორის სექსუალური ურთიერთობა) შესახებ ჭორებიც კი გავრცელდა.
2. უხერხულობის „50 ელფერი“:
მშობლები, თავიანთ შვილებს, ხშირად უხერხულ სიტუაციას უქმნან – დედები და მამები ხშირად ამტკიცებენ ამ ფაქტს, მაგრამ ბავშვები უფრო ხშირად ეთანხმებიან. მაგრამ თუ უმეტესობას ოჯახურ სადილზე უხერხული სიტუაციები აქვთ, დაკოტა ჯონსონს და მის დედას, მელანი გრიფიტს, ოსკარის ცერემონიალის დროს, მრავალმილიონიანი აუდიტორიის წინაშე, პირდაპირ ეთერში ჰქონდათ, პატარა ჩხუბი.
ჟურნალისტმა მელანს კითხვა დაუსვა, ნანახი ჰქონდა თუ არა ფილმი – „გრეის 50 ელფერი” (შეგახსენებთ, რომ ეს არის ეროტიული რომანის ეკრანიზაცია), სადაც დაკოტამ, მთავარი როლი ითამაშა. რაზეც გრიფიტმა არც თუ ისე დიდი სურვილით უპასუხა, რომ არ ჰქონდა ნანახი და სავარაუდოდ, ვერც შეძლებდა.
კომენტარმა, როგორც ჩანს, ჯონსონიც კი გააღიზიანა, ამიტომ კორესპონდენტს მიკროფონის გამორთვა მოუწია, რადგან დაკოტას კიდევ ბევრი რამ არ ეთქვა ეთერში.
კარგი, შეგიძლია აღარც უყურო – პასუხობს დაკოტა..
3. ლედი გაგას ხორცის კაბა:
ლედი გაგას „MTV Video Music Awards 2010“ -ის დაჯილდოებაზე გამოსვლას, საზოგადოება, სავარაუდოდ, ვერასდროს დაივიწყებს.
არგენტინელი დიზაინერი ფრენკ ფერნანდესისა და მომღერალი სტილისტის ნიკოლა ფორმიჩეტის მიერ შექმნილი ხორცის კაბა საღამოს მთავარი თემა და ყველაზე მნიშვნელოვანი სამოსი გახდა.

რეაქცია მრავალფეროვანი იყო, ცხოველთა უფლებების დამცველი ჯგუფების მწვავე კრიტიკით დაწყებული, ჟურნალ Time- ით დამთავრებული, რომელიც მის ჩაცმულობას, 2010 წლის მთავარ მოდის ფენომენს უწოდებდა.
მოგვიანებით თავად მომღერალმა განმარტა, რომ მისი გამოსვლა არა ვეგანების ტროლის, არამედ გეი სამხედრო პერსონალის უფლებების დასაცავად იყო.
თუ ჩვენ არ დავიცავთ იმას, რისიც გვჯერა, მაშინ ისეთივე უფლებები გვექნება, როგორც საკუთარი ძვლების ხორცზე. – ამბობს ლედი გაგა.
4. “მტვრიანი” სამუშაო: საშა ბარონ კოენის გათამაშება
მსახიობი საშა ბარონ კოენი, ცნობილი სპანკერი და შავი იუმორის მოყვარული, 2012 წლის ოსკარზე, მისი ეკრანული პერსონაჟების, დიქტატორის სახით გამოჩნდა. მსახიობს, ხელში ურნა უჭირავს, რომელშიც ლეგენდის თანახმად, კიმ ჩენ ილის ფერფლით იყო სავსე. ტელეწამყვანი რაიან სიკრესტი, რომელიც წითელ ხალიჩაზე მუშაობდა, სამწუხაროდ არ ეჭვობდა, რომ კოენის შემდეგი ხუმრობა მას მიეძღვნებოდა. კოენმა, ვითომ ურდულს მიაგნო, შემდეგ კი ფერფლი, რაიანის სმოკინგს შეაყარა.
აშკარად განრისხებული ჟურნალისტი, ცდილობდა, პროფესიონალიზმსა და სიმშვიდეს, ხოლო საშა, დაცვამ წაიყვანა.

თუ ვინმე გკითხავს, ვის სამოსს ატარებ, შეგიძლია უთხრა – კიმ ჩენ ილის.- ხმამაღალი ტონით დაემშვიდობა მსახიობი, თითქოს მიბაძა ჟურნალისტს, რომელიც მანამდეც, მის ჩაცმულობაზე ეკითხებოდა.
საშა, ოთხი წლის განმავლობაში არ მიიწვიეს ცერემონიალზე, იმის შიშით, რომ კიდევ ერთი საეჭვო ნომერი არ შეესრულებინა. როდესაც კოენი ცერემონიაზე კვლავ გამოჩნდა, რაიანმა, მასთან ინტერვიუზე უარი განაცხადა.
5. რაშიდა ჯონსის უადგილო კომპლიმენტი
კინომსახიობთა გილდიის დაჯილდოებაზე გამართულ ცერემონიაზე, ინტერვიუს დროს რაშიდა ჯონსი, საკუთარ რუჯზე ამბობდა, რომ ის ისე გამოიყურება, როგორც “კუნძულებიდან ჩამოსული”. რაშიდა, ორი რასის წარმომედგენელი, უხერხულად იცინოდა ამ კომენტარზე და უნდა გაერკვია, რომ ეს, მისი კანის ფერი, გენეტიკური იყო.
ეს ჩემი ბუნებრივი ფერია – უპასუხა რაშიდამ.
საბედნიეროდ, მსახიობი იმ საღამოს კარგ ხასიათზე იყო და წამყვანის გულუბრყვილო შენიშვნაზე, უბრალოდ გაიცინა.
6. ჯონ ტრავოლტას უპასუხო კოცნა
2015 წლის ოსკარის დაჯილდოების ამ ფოტომ ათასობით მემის შექმნა გამოიწვია. ჯონ ტრავოლტა მოულოდნელად წითელ ხალიჩაზე სკარლეტ იოჰანსონს, ჩაეხუტა და დაიხარა, რომ მისთვის ეამბორა. ფოტოს მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, სკარლეტს, მისი კოლეგის იმპულსური საქციელი, არ ესიამოვნა.
მოგვიანებით მან ჟურნალისტები დაარწმუნა, რომ ჯონ ტრავოლტასთან ამ ეპიზოდში “არაფერი იყო უცნაური, მომაბეზრებელი ან შეუსაბამო” და რომ ფოტო, არასწორ მომენტში იყო გადაღებული.
7. ჰარი სტაილსის არანაირი ჩახუტება
ცნობილი ადამიანების ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი ეპიზოდია, 2015 წლის American Music Awards -ის დაჯილდოვების ცერემონიიდან, როდესაც ჟურნალისტმა ჯულიანა რანჩიჩმა, მოდელი ჯიჯი ჰადიდი, ყურადღების ცენტრში მოაქცია, ჯერ კიდევ იმ დროს, როდესაც One Direction ჯგუფისგან ინტერვიუს იღებდა
ეს ბიჭები, აქამდე არ გყავდათ ნანახი? – იკითხა ჟურნალისტმა
კითხვაზე პასუხად, ჯიჯიმ ოფიციალურად ჩამოართვა ხელი ჰარის, შემდეგ კი, ჯგუფის დანარჩენ წევრებს, გულწრფელად ჩაეხუტა. დააკვირდით ჯიჯის სახეს, ჰარისთან შეხვედრა მისთვის არც ისე სასიამოვნო აღმოჩნდა.
სტაილსი თავს არასასიამოვნოდ გრძნობდა, ჯგუფთან ერთად, კულისებში შევარდა და “სცენა” ჰადიდს დაუთმო.
8. უხერხული კომენტარი Zendaya- ს ვარცხნილობაზე
იმავე წელს ჟურნალისტმა ჯულიანა რანჩიჩმა, მორიგ უხერხულ სიტუაციაში მოხვედრა მოახერხა, თუმცა ამჯერად ეს მოხდა არა წითელ ხალიჩაზე, არამედ მის გარეთ. ოსკარების დასრულების შემდეგ, რანჩიჩმა კომენტარი გააკეთა მსახიობ Zendaya თმის ვარცხნილობაზე – ის ღონისძიებაზე უცნაური ვარცხნილობით გამოჩნდა.

რანჩიჩის თქმით, სახელგანთქმული თმის ვარცხნილობა ისე გამოიყურებოდა, თითქოს ბალახოვანი მცენარეების „პაჩულის და სარეველების სურნელება ჰქონდა.
Zendaya-მ უპასუხოდ არ დატოვა ასეთი თავხედობა. Twitter- ის საკუთარ გვერდზე უპასუხა, რომ არ სურს იყოს “დიდი სტერეოტიპის” ნაწილი და რომ მისი ასეთი შეფასება “აღმაშფოთებელი და შეურაცხმყოფელია”.
9. 10 წლის ბიჭის კითხვა Iggy Azalea- ს მკერდზე:
როგორც ხალხური სიბრძნე ამბობს, ბავშვი, ყოველთვის სიმართლეს ამბობს. ზოგჯერ ბავშვებს შეუძლიათ სერიოზულად აცნონ მოზარდები თავიანთი შეკითხვებით. ასე მოხდა Iggy Azalea- ს შემთხვევაში.
Nickelodeon Kids Choice Awards– ზე, 10 წლის კორესპონდენტმა ნიკოლას ბეხტელმა, ჰკითხა მას მკერდის გადიდების ქირურგიის შესახებ და თუ რატომ გადაწყვიტა Iggy-მ ამის საჯაროდ გამჟღავნება (შემდეგ მან დეტალები Vogue– სთვის მიცემულ ინტერვიუში გააცნო).
არ მეგონა, თუ ამ კითხვას დამისვამდი – აღიარა Iggy-მ, ბიჭის ცნობისმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად.
Azalea-მ ასევე აღიარა, რომ ბევრს იცნობს, ვინც იგივე ოპერაცია ჩაიტარა და შედეგით კმაყოფილი დარჩა, გარდა ამისა, მნიშვნელოვნად მიიჩნია, ქალებისთვის, საკუთარი გამოცდილების გაზიარება.
10. ემი შუმერის დაცემა კიმ კარდაშიანისა და კანიე უესტის თვალწინ
გავლენიანი სელებრითები, დიდ ყურადღებას აქცევენ თავიანთ მნიშვნლობას და წითელ ხალიჩაზე, ზოგჯერ ძალიან სერიოზულად გამოიყურებიან. ერთხელ ემი შუმერმა გადაწყვიტა მცირეოდენი იუმორის შემოტანა, „Time 100“ -ის გალა კონცრეტზე, ოდნავ “გააფუჭა” კიმ კარდაშიანისა და კანიე უესტის ფოტოსესია. შუმერს ვითომ ფეხი დაუცდა და წყვილის თვალწინ, ათეულობით ფოტოგრაფის წინაშე დაეცა.
ამის შემდეგ მათთან მივიდა და ბოდიში მოიხადა და აღიარა, რომ ყოველთვის ასე უხერხულად იყო ცნობილ ადამიანებთან. ამბობენ, რომ კანიე ამას, ინტერესის გარეშე უსმენდა. როგორც ჩანს, ვიღაცამ ვერ შეძლო მოდუნება.
მოამზადა რუსა ღვანიძემ







