“ჩანგლები და ყველაფერი დავტოვე წარსულ ცხოვრებაში. ნულიდან დავიწყე ცხოვრება” – ეს განცხადება მაია ასათიანმა საკუთარ გადაცემაში გააკეთა.
“ხშირად მწერენ შენ რა გენაღვლება, რა გიჭირს? ეს რასაც ხედავთ მძიმე კატორღული შრომის, წლების შედეგია. არ არსებობს დაბრკოლება, რომელსაც ცოცხალი და ჯანმრთელი ადამიანი ვერ გაუმკლავდება.
ჩემი ტრაგედიის შემდეგ მივიღე გადაწყვეტილება გამეყიდა აბსოლიტურად ყველაფერი რაც წარსულ ცხოვრებასთან მაკავშირებდა. სახლი, მანქანა, ჩანგლები და თეფშებიც კი წარსულ ცხოვრებაში დავტოვე.
შევცვალე აბსოლიტურად ყველაფერი და ნულიდან დავიწყე ცხოვრება, გარეგნულადაც შევიცვალე ქერათმიანი ქალი ვარ. ” – განაცხადა მაია ასათიანმა.






