Wednesday, May 20, 2026
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი
No Result
View All Result
Primeambebi.ge
  • სიახლეები
  • TOP ნიუსი
  • მსოფლიო
  • სკანდალი
  • Lifestyle
    • ჯანმრთელობა
    • შოუბიზნესი
  • კვირის TOP 5
  • ინტერიერი
  • ფოტოგალერეა
  • ვიდეო
  • სიახლეები
  • TOP ნიუსი
  • მსოფლიო
  • სკანდალი
  • Lifestyle
    • ჯანმრთელობა
    • შოუბიზნესი
  • კვირის TOP 5
  • ინტერიერი
  • ფოტოგალერეა
  • ვიდეო
No Result
View All Result
Primeambebi.ge
No Result
View All Result

“გახარიას სულ არ ვიცნობდი, მაგრამ რასაც ვაკვირდებოდი, საქმეს აკეთებდა, ისიც გააქციეს და ივანიშვილიც”

PRIMEAMBEBI.GE by PRIMEAMBEBI.GE
March 6, 2021
in მთავარი ამბავი.., სიახლეები, ტოპ ნიუსი
0
“გახარიას სულ არ ვიცნობდი, მაგრამ რასაც ვაკვირდებოდი, საქმეს აკეთებდა, ისიც გააქციეს და ივანიშვილიც”
118
SHARES
658
VIEWS
გაზიარება Facebook-ზე

იმედა კახიანს ბევრი რამ აქვს ქართველი ხალხისთვის სათქმელი. მსახიობს ქვეყნისთვის მტკივნეულ საკითხებსა და ამ ვითარებიდან გამოსავალზე ვესაუბრეთ:

– მეტისმეტად აფორიაქებული ვარ. რატომ? – ჩემს საყვარელ ხალხს და სამშობლოს ვხედავ აფორიაქებულს. ადრე ის მაინც ვიცოდი, სად ვცხოვრობდი და რისთვის ვარსებობდი, ახლა კი არ ვიცი, ჩვენს ქვეყანას სახელმწიფო თუ ჰქვია საერთოდ, ვინ არის ჩვენი მტერი და ვინ მოყვარე, საით მივდივართ და რას ვაკეთებთ.

ასევე იხილეთ

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

ლიბერთი ბანკის სერვისები, რომლის შესახებ აუცილებლად უნდა იცოდე

ბინები ვაკის პარკთან: საცხოვრებელი კომპლექსების უპირატესობა

– პოლიტიკოსებს შორის თქვენი რჩეული ვინ არის?
– მიპასუხეთ ერთი, ვინ არის პოლიტიკოსი – შეშლილი სახით ქუჩაში რომ დგას,­ რაღაცას ყვირის და მეორე დღეს პარლამენტში ჯდომა და თანამდებობა რომ უნდა? ყველაფერს კადრულობენ, ოღონდ სკამი და ძალაუფლება მოიპოვონ. ვინც მექრთამე და მომხვეჭელია, დღედაღამ წესიერებასა და პატიოსნებაზე ლაპარაკობს, ვინც ცრუ და მატყუარაა – სიმართლეზე. ასეთი ხალხი ქვეყანას როგორ ააშენებს?
გახარიას გადადგომაზე რომ ატყდა ერთი ამბავი, მე ამ კაცს სულ არ ვიცნობდი, მაგრამ რასაც ვაკვირდებოდი, საქმეს აკეთებდა. რად გინდა?­ – გააქციეს. ისიც გააქციეს და ბიძინა ივანიშვილიც. ივანიშვილზე ნაკლები ფული კი არა აქვს ხალხს, ერთი სკოლა და საბავშვო ბაღი რომ არ აუშენებია? საქართველოში სოფელი და რაიონი არ არის, იქ მილიონერი არ იყოს დაბადებული, მაგრამ კაპიკი არავისთვის ემეტებათ.

ამ ქვეყანაში ყველა პოლიტიკოსი როგორაა?­ გუშინ რომ დარბოდა, ყვიროდა, ჩხუბობდა­ და ილანძღებოდა, გაიხედავ და დღეს პარლამენტში ან მთავრობაშია.

– თქვენთვის თუ შემოუთავაზებიათ ოდესმე მაღალი თანამდებობა?
– როგორ არა, არაერთხელ. მეც შემეძლო პარლამენტის წევრი გავმხდარიყავი, მაგრამ უარი ვთქვი – რატომ უნდა შევაჯავრო ჩემს ხალხს თავი-მეთქი…

იცით, ყველაზე მეტად რა არ მომ­წონს? – ვისაც არ ეზარება, უცხოეთიდან ყველა ჭკუას რომ გვასწავლის. მე რომ ახლა თურქეთში ან რუსეთში ჩავიდე და იქაურ პოლიტიკოსებს ჭკუის დარიგება დავუწყო, ხომ კინწისკვრით გამომაგდებენ? უცხოელმა­ რატომ უნდა მისცეს თავს უფლება, ჭკუა დაგვარიგოს – ჩვენზე მეტი ზრდილობა აქვთ თუ უკეთესი წარსული?­ აბა, იგივე სხვა სახელმწიფოებს გაუბედონ, რა პასუხს მიიღებენ? საკუთარ ქვეყანაში ნაბიჯს ვერ გადადგამ, ხან იქიდან აგიწევენ ყურს და ხან აქედან. რა სახელმწიფოა ეს? ან ეს ძიძგილაობა­ განსხვავებული აზრის მქონე მხარეებს შორის როდემდე უნდა გაგრძელდეს?

ოპოზიცია აცხადებს, არჩევნები გაყალბებულიაო, მაგრამ ამას დამტკიცება ხომ უნდა? გარდა ხარჯისა, ეს ქვეყნის იმიჯზეც ხომ აისახება? თუ ვერ ამტკიცებენ, რომ ძველი გაყალბდა, ახალ არჩევნებს რა უფლებით მოითხოვენ?

წყარო: კვირის პალიტრა

PRIMEAMBEBI.GE

PRIMEAMBEBI.GE

Related Posts

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია
სიახლეები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

by Prime Ambebi
May 28, 2024
სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას
სიახლეები

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

by Prime Ambebi
May 28, 2024
ლიბერთი ბანკის სერვისები, რომლის შესახებ აუცილებლად უნდა იცოდე
სიახლეები

ლიბერთი ბანკის სერვისები, რომლის შესახებ აუცილებლად უნდა იცოდე

by Prime Ambebi
March 30, 2023
ბინები ვაკის პარკთან: საცხოვრებელი კომპლექსების უპირატესობა
სიახლეები

ბინები ვაკის პარკთან: საცხოვრებელი კომპლექსების უპირატესობა

by Prime Ambebi
March 30, 2023
ბლენდერი და ჩაიდანი: სამზარეულოს ორი აუცილებელი მოწყობილობა
სიახლეები

ბლენდერი და ჩაიდანი: სამზარეულოს ორი აუცილებელი მოწყობილობა

by Prime Ambebi
March 30, 2023
Load More

რეკომენდირებული

No Content Available

არ გამოტოვოთ

No Content Available

გაფრთხილება

გამოქვეყნებული მასალების კოპირება ადმინისტრაციასთან შეუთანხმებლად დაუშვებელია

კატეგორიები

Lifestyle
ვიდეო
ინტერიერი
კვირის TOP 5
მსოფლიო
სიახლეები
სკანდალი
ტოპ სიახლე
ფოტოგალერეა
შოუბიზნესი
ჯანმრთელობა

12+

Powered By My Software © 2020 PRIMEAMBEBI.GE - All rights reserved

No Result
View All Result
  • სიახლეები
  • ტოპ ნიუსი
  • მსოფლიო
  • სკანდალი
  • Lifestyle
  • ჯანმრთელობა
  • შოუბიზნესი
  • კვირის TOP 5
  • ინტერიერი
  • ვიდეო
  • ფოტოგალერეა
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PRIMEAMBEBI.GE - All rights reserved