დღეს, 19 აგვისტოს, გიას დაბადების დღე და მამას გარდაცვალების დღეა, ჩემი ღმერთი კეთილია და მაპატიებს, რომ 19 აგვისტოს ჯერ გია და მამა მახსენდება და მერე ფერისცვალება, – ამ შინაარსის პოსტს ყოფილი პარლამენტარი ირინა სარიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„იმ ორი კაცის, რომლებსაც სიცოცხლეზე მეტად ვუყვარდი და რომლებსაც ვერასოდეს ვერავინ შემიცვლის.
ამ დღეს სულ ამას ვამბობ ხოლმე: გავსკდები ლუდით, როგორც გიას უყვარდა, მოვწრუპავ კონიაკს, როგორც მე და მამაჩემი დედასგან ჩუმად ვწრუპავდით ხოლმე და ჩემი თავი მეგონება ყველაზე ლამაზი და ყველაზე ჭკვიანი, როგორც ეგონათ გიას და მამას .
ჩემი ღმერთი კეთილია და მაპატიებს, რომ 19 აგვისტოს ჯერ გია და მამა მახსენდება და მერე ფერისცვალება. გილოცავთ ყველას დღევანდელ დღეს“, – წერს სარიშვილი.
ასევე დაგაინტერესებთ:












