“სიცრუის დეტექტორის” წამყვანი, მსახიობი გიორგი გასვიანი 2021 წელს ქორწინდება.
გიორგის რჩეული 19 წლის მარიტა მელიქიშვილია.

წყვილი თავიანთ ურთიერთობას აქამდე საიდუმლოდ ტოვებდა, თუმცა მას შენდეგ რაც აქტიურად დაიწყეს მეგობრებთან ერთად სიარული, მათი სიყვარულის ამბავიც გამჟღავნდა. ცოტა ხნის წინ კი, მსახიობმა მის ცხოვრებაში არსებული სიახლის შესახებ “პრაიმშოუში” ისაუბრა და საზოგადოებას მარიტა წარუდგინა.

მარიტამ და გიორგიმ ერთმანეთი გასულ ზაფხულს გაიცნეს.
“პირად ცხოვრებაზე ღიად, ეს არის ნამდვილი, პირველი და ის ბედნიერი შემთხვევა, როცა ვიპოვეთ ერთმანეთი” – ამბობს გიორგი.
რაც შეეხება მარიტას როგორც მან თქვა, გიორგი ყოველთვის მოწონდა, თუმცა მათი ურთიერთობა ვერ წარმოედგინა.
– ბათუმში შევხვდით ერთმანეთს გიორგის მეგობრის კონცერტზე, სადღაც 20 წუთით ან ნახევარი საათით, თუმცა საკმარისი აღმოჩნდა.













