ონკოლოგის, ბიოქიმია-ფარმაკოლოგიის ლექტორის, გიორგი ღოღობერიძის ფეისბუქპოსტიდან ვარკვევთ, რომ მასსა და ექიმ არჩილ მარშანიას შორის დაძაბული ურთიერთობაა. როგორც ირკვევა, მარშანია ღოღობერიძის ლაივჩართვებს აკრიტიკებს.
გუშინ “მთავარზე” დაიწყო ახალი სამედიცინო გადაცემა – “მთავარი დიაგნოზი”, რომლის ერთ-ერთი წამყვანი არჩილ მარშანია გახლავთ.
აი, რას წერს გიორგი ღოღობერიძე არჩილ მარშანიაზე.
გიორგი ღოღობერიძე: – დღეს ერთ-ერთ არხზე იყო სამედიცინო გადაცემა, სადაც ორი ადამიანი ცდილობდა, დაემტკიცებინა, იწვევდა თუ არა ნიღბის ტარება ვარჯიშის დროს CO2-ით ინტოქსიკაციას.
ამის დამტკიცება იმით შეძლეს, რომ ერთ-ერთმა ირბინა და სირბილის ბოლოს რომ არ მოკვდა, თქვა, რომ ე.ი. არ იწვევსო.
მეტი დამაჯერებლობისთვის პულსოქსიმეტრიც გამოიყენეს.
ახლა რა იყო აქ პრობლემა?
ეს გადაცემა იმ ადამიანმა წაიყვანა, რომელსაც სულ ჰქონდა პრეტენზია ჩემი ლაივების მიმართ და სულ მიწუნებდა ხარისხს.
ამ გადაცემით კი აჩვენა, რომ ჯერ სამედიცინო ტერმინები არ იცის (“ტრა-ხ-ეას”, “ბრონ-ხ-ს” გაიძახდა სულ, როდესაც ტრაქეა და ბრონქია სწორი) და მეორეც, CO2-ის დაგროვების ხარისხი პულს-ოქსიმეტრით, რომ არანაირად ფასდება, ეს სამედიცინოს პირველკურსელმაც იცის.
ბოლოს და ბოლოს, “ოქსი” ჟანგბადს ნიშნავს, და არა – “CO2-ის” მზომს. CO2-ით მოწამვლის შეფასება სხვაგვარად ხდება. მესამეც, თვითონ ეს ადამიანი გაიძახის ყოველ წამს, რომ ექსპერტის აზრს არანაირი მნიშვნელობა აქვს, მხოლოდ მაღალი სანდობიის კვლევებით უნდა დასტურდებოდეს ნებისმიერი მტკიცებულებაო, – ამ გადაცემაში კი მხოლოდ მისი აზრი მოვისმინეთ.
მოკლედ, არ ვარ ბოღმიანი. ვაფასებ ყველაფერს, მაგრამ ამ ადამიანს უნდა ვუთხრა, რომ არ არის სწორი, როდესაც სხვას აკრიტიკებ და თავად იმავე შეცდომებს უშვებ, რაზეც სხვებს დასცინი. ჯერ მარტო ამ ერთ ფრაგმენტს ვუყურე და საკმარისი იყო ცოდნის ხარისხი დამენახა.
გულით ვუსურვებ, რომ არ იყოს ბოღმიანი.
ცხოვრება ბუმერანგივითაა: რაზეც სხვებს ამცირებ, მერე თავად გიწევს იმ ყველაფრის გამოვლა.
ჩვენ ერთმანეთის პატივისცემა უნდა ვისწავლოთ, და არა- დაცინვა. არც სხვა გადაცემებში გამიჭირდება შეცდომების პოვნა, მაგრამ თავს შევიკავებ და აქ გავჩერდები.
საქართველოში ექიმთა ნაწილს ისეთი ბოღმა აქვს, რომ თუ რამით ხალხს ეხმარები, ამას პოპულიზმში გითვლიან და ყველანაირად ცდილობენ ჩაგძირონ.
წარმატებას ვუსურვებ ყველა ექიმს, მათ შორის მასაც. არავისი წარმატება არ შემშურვებია, არც მშურს და არც შემშურდება!
ვიყოთ თავაზიანები და საკუთარ თავზე არ შევიქმნათ განდიდების მანია. ამით პაციენტი ზარალდება.
პ.ს. ვეთანხმები, არ იწვევს ინტოქსიკაციას.
ღოღობერიძეს პოსტზე გამოეხმაურა არჩილ მარშანია. ის წერს, რომ გიორგის ლაივებს არ აკრიტიკებს.
არჩილ მარშანია: – ანუ იმის თქმა გინდა, რო იწვევს CO2-თ ინტოქსიკაციას თუ საკუთარ არასრულფასოვნების კომპლექსს იფხან?
ან სად ვთქვი რო პულსოქსიმეტრით CO2-ს ვამოწმებ? სატელევიზიო ფორმატია, ცოტა ტვინს თუ გაანძრევ, მიხვდები.
ქვემოთ ძალიან დიდი ამბავია ჩაიკარგა არსი, ხოდა:
1 – არსად არ ვამბობ, რომ პულსოქსიმეტრით CO2-ს ვზომავ. თუ ვამბობ მომინიშნეთ სად?
2 – რაის ლაივებს ვაკრიტიკებ, საიდან მოვიდა ეს, არ ვიცი. მაგასაც თუ მეტყვით დამავალებთ.
3 – სად არის მხოლოდ ჩემი მოსაზრება (ეგეც მიმითითეთ) თან თუ მეთანხმებით რო CO2-ს ინტოქსიკაციას არ იწვევს?
4 – ვისაც ტაქტი გეხამუშათ, თან სიყვარულს მასწავლით, შენდობას ვითხოვ, მოყვასს უნდა შეუნდოთ.
5. ხ-ებზე და ქ-ებზე რა კომენტარი უნდა გავაკეთო, არ ვიცი.








