Sunday, April 26, 2026
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი
No Result
View All Result
Primeambebi.ge
  • სიახლეები
  • TOP ნიუსი
  • მსოფლიო
  • სკანდალი
  • Lifestyle
    • ჯანმრთელობა
    • შოუბიზნესი
  • კვირის TOP 5
  • ინტერიერი
  • ფოტოგალერეა
  • ვიდეო
  • სიახლეები
  • TOP ნიუსი
  • მსოფლიო
  • სკანდალი
  • Lifestyle
    • ჯანმრთელობა
    • შოუბიზნესი
  • კვირის TOP 5
  • ინტერიერი
  • ფოტოგალერეა
  • ვიდეო
No Result
View All Result
Primeambebi.ge
No Result
View All Result

გურამ დოჩანაშვილის 25 ფრაზა

თამარ ბოჭორიშვილი by თამარ ბოჭორიშვილი
December 9, 2020
in კვირის TOP 5
0
გურამ დოჩანაშვილის 25 ფრაზა
128
SHARES
710
VIEWS
გაზიარება Facebook-ზე

1) “ის ნიადაგი სადაც მცენარე მტაცებელი იზრდება ცუდია. მცენარის ბრალი კი არაა, მწერებს რომ ხოცავს და ისე იკვებება. ნიადაგის ბრალია.კარგად დაიმახსოვრე!”

2) “მანუელო კოსტამ იცოდა ყოველივე დაფარულის ფასი და უცნაური სიყვარული სჭირდა-მისი ორი ლამაზი თვალიდან გამომჭვირვალი მზერის შეხებისას რომელიმე უბირი ბუჩქი მაშინვე მანუელო კოსტას ბუჩქად გადაიქცეოდა და ბაობაბივით დიადდებოდა…”

ასევე იხილეთ

„მანქანაში უცნაური რამ აღმოაჩინა, სავარაუდოდ – ჯადო” – რას ამხელს დავით კოდუას ოჯახის ახლობელი

როგორ შეხვდნენ ქართველი სპორტსმენები ახალ წელს (ფოტოები)

20 წლის გოგო უჩივის ექიმს, ვისთანაც დედამისი ორსულობისას დადიოდა

VIDEO: სამზარეულოში მოფუსფუსე ვალერი მელაძე –  წყვილის ოჯახური სადილის სამზადისი

3) ,,დედამიწას სიყვარული ატრიალებს.. ასე რომ არა დაიქცეოდა, ამდენი ცოდვა დაამძიმებდა, ვეღარ შესძლებდა ბრუნვას, ზოგ-ზოგებისადმი სიყვარული რომ არა.”
4) ,,ჩამოიარა იმან, ერთ დროს საცოლემ, ეჰ, საიდუმლონარევი, შორეული სილამაზით აღსავსემ, როგორიცაა სიტყვა… “მოიისფრო”, გვერდით კი მოჰყვებოდა კაცი, ისეთი უსიამო გამომეტყველებით სახეზე, როგორიცაა სიტყვა… “გავძეხი”, და მე კი განზე ვიდექ, ზედმეტი, როგორც სიტყვა “მაშასადამე…”

5) “სიკვდილი რომ არ იყოს – აღარ იქნებოდა ამქვეყნად გულადი და ლაჩარი, მდიდარი და მონა, თვით სიკეთე და ბოროტებაც არ იქნებოდა, სიკვდილი რომ არ იყოს. არ დაგჭირდებოდათ არც ბრძოლა და ერთმანეთის ჟლეტა, მაგრამ არც მოსავლისათვის მიწის დაბარვა დაგჭირდებოდათ. არც ოსტატური სიტყვა-პასუხი, არც ვისიმე შიში არ გექნებოდათ და არც კეთილები იქნებოდით და არც ბოროტნი, არც ბედნიერნი და არც უბედურნი-აღარაფერი არ ვიქნებოდით… ვიღა გაგვარჩევდა, სიკვდილი რომ არ იყოს… მთელი ის ჩვენი უსასრულო სიცოცხლე აღარაფერი არ იქნებოდა, ახლა კი, ახლა, სიკვდილი რომ არის, სიცოცხლე სიცოცხლეა, მაშინ კი, მერწმუნეთ, დამიჯერეთ, თავად წვიმაც და ჰაერიც აღარაფერი არ იქნებოდა, აღარაფერი, ჰეე, სიკვდილი რომ არ იყოს . . .”

6) ”ხმამაღალ-კარგი არ შეიძლება, ესეც ხომ საკუთარი სიკარგის დაგროვებაა, დაგროვება კი, თანხისა არ იყოს, შეგცვლის… ჩუმ-კარგი უნდა იყო. ვინც რა უნდა თქვას, ვისაც რა უნდა, ის გააკეთოს, შენ კი სიცუდეში არავის არ უნდა აჰყვე და ჩუმ-კარგი იყო…”

7) ,, ცუდ სიმთვრალეზე ცუდი ნამდვილად არაფერია ქვეყნად. – მტკიცედ გნვუმრტე. – ერთი რამაა ნამდვილად უფრო ცუდი.. – რა მაინც , შალვა ?
რაღაცნაირად, სევდიანად შემომცქეროდა და მითხრა: – რა და, გერასიმე, ცუდი სიფხიზლე. გლახა სიმთვრალეს ეშველება, ცუდი სიფხიზლე თქვი შენ.”

,,ზოგიერთ გამვლელს შარვლის ცალი ტოტი ტალახით მთლად დაწინწკლული აქვს, მეორე კი – სუფთა. და თუმცა შარვლის ის ტოტი გაცილებით პეწიანად გამოიყურება, ერთმანეთზე ორივეს თანაბრად მიუძღვით ბრალი – იმ დასვრილს სუფთატოტიანი ფეხი სტყორცნის ტალახს და ის ამოთხვრილი წესიერად რომ მიაბიჯებს, იმიტომ გამოიყურება მეორე მშვენივრად და კარგად.”

9) ,,დაწოლისას, დაძინებამდე არის ერთი, რაღაც პატარა, გარდამავალი წამი, როცა საკუთარი თავი ყველამ ვიცით.”

10) ,,ნამდვილ ჯამბაზს თვალებში ყინული და წებო კი არა, ნაღვლიანი საიდუმლო უნდა ჰქონდეს”

11) ”ყოველი ნორმალური მოთხრობის წაკითხვის შემდეგ ხდები ოდნავ უკეთესი, ვიდრე ხარ და უფრო ჭკვიანი, ვიდრე იყავი”

12) ,,ხანდახან იმის დადგენაც კი ჭირს, ვინ ცუდია და ვინ — კარგი. რამდენჯერ მოგვსვლია: შეხედავ კაცს — მოგეწონება, გაიცნობ — მოგეწონება, დაგელაპარაკება — მოგეწონება, დაგელაპარაკება ისევ — უიმე, მტრისას… შემოიკრავ თავში ხელს, როგორ შევცდი, ვინ მეგონა და… პირიქითაცაა: შეხედავ — აგბურძგლავს, გაიცნობ — დაგბურძგლავს, დაილაპარაკებს — დაგთუთქავს, მერე კიდევ მოუსმენ, შეხედავ, ახედავ, დახედავ და… არც ისე ცუდი კაცია. და მერე სულ ერთია — არაა ცუდი. მაგრამ მესამენიც არიან, სერგო ჩემო, ყველაზე ძნელი ხალხი: შეხედავ — კარგია, გაიხედავ — ცუდი, გაივლი, გამოივლი, შეხედავ — ისევ კარგია, წახვალ, წამოხვალ — მაინც ცუდი… წარმოგიდგენია? — ხან კარგი, ხან ცუდი, ხან კარგი, ხანაც… და სულ ასე. საერთოდ კი, რომ აღინიშნოს, ამ მესამე კატეგორიაში რაოდენობრივად ყველაზე მეტი შედის… ”

13) ,,–ადამიანის სიკვდილს რაღად მაყურებინეთ?!
მაშინვე მშვიდად უპასუხეს:
–ადამიანი რომ გყვარებოდა!!”

14) “ვერცერთი მტერი ვერასდროს დაგაკლებს იმდენს, რასაც საკუთარი თავი”

15) ,,…და უცებ სულში გამეფურჩქნა უცნაური მცენარე, სიყვარულის კაქტუსი – ეკლიანი და ეკლებიანი, ოღონდ საოცრად ტკბილი იყო მისი მისი ყოველი ჩხვლეტა, და აი ახლაც, თქვენ რომ გიყურებთ, ახლა მჩხვლეტს და რომ იცოდეთ როგორ მიყვარხართ …”

16) “ჩვენ ყველასა გვაქვს რაიმე დაფარულის აღმოჩენის წრიალა სურვილი…”

17) ,წყაროდან ჭიქას ნუ წამოიღებ!”

18) ,,არაფერი ისე გადამდები არ არის როგორც გულწრფელი ღიმილი, მთქნარებაზე მეტადაც კი…”

19) „ნიჭიერი და ზარმაცი არ მწამს. ვაჟა-ფშაველა, ვან გოგი, მიქელ-ანჯელო, ფიროსმანი… ნიჭიერები კატორღელებივით მუშაობდნენ… “

20) “იმ ძნელ ხეს სულში ამოყვანა უნდა, ადამიანებო.თქვენს კლდოვან სულში!!! ”

22) ,,ვისაც არ უნდა შეედარო, შენ მაინც იგივე იქნები, ზუსტად იგივე.”

23) ,,ცხოვრებაში ძალიან ძნელია, კაცი რომ გამოიცნო, ლიტერატურაში კი, იცოცხლე, გაგიხარია — გმირი ან ცუდია, ან კარგი. მაგრამ მე მაინც მგონია, რომ უმცირესობაა მხოლოდ კარგი ან მხოლოდ ცუდი, უმრავლესობა კი ცუდ-კარგია… ასეთია შინაარსობრივად ჩემი აზრი, ამ ცუდ-კარგებს კი მოფერება უნდა, გაგება უნდა, დაყვავება; გაწყრომაც კი უნდა ხანდახან, დარიგებაც — მთავარია, უშუალო იყო. გაპრანჭულ ხალხს ვერ ვიტან, ის რა კაცია, სანამ პასუხს გაგცემს, ჯერ გუნებაში რომ აწონ-მოწონის და მერე ვერცხლის ლანგრით ჭკვიანურ პასუხს მოგართმევს — იმისი სიტყვა სხვაა, ის არაა ნამდვილი სიტყვა.”

24) ,,იქ, სადაც სიყვარული ურევია, ყოველივე ლამაზდება.”

25) ,,ჩემი პრობლემა ძალიან რთულია და თუ გაინტერესებთ, მოგახსენებთ კიდეც: მე მინდა, რომ ჩემი ხელშეწყობით ადამიანები გახდნენ უკეთესები, ვიდრე არიან, რა თქმა უნდა, ყველას კი არ ვგულისხმობ; ეს მხოლოდ ჩემს ნაცნობებს შეეხება, ყველას სად გავწვდები, მაგრამ ეს რთულია, — ჰეე, როგორი რთული. ხანდახან იმის დადგენაც კი ჭირს, ვინ ცუდია და ვინ — კარგი.”

Tags: გურამ დოჩანაშვილი
თამარ ბოჭორიშვილი

თამარ ბოჭორიშვილი

Related Posts

„მანქანაში უცნაური რამ აღმოაჩინა, სავარაუდოდ – ჯადო” – რას ამხელს დავით კოდუას ოჯახის ახლობელი
კვირის TOP 5

„მანქანაში უცნაური რამ აღმოაჩინა, სავარაუდოდ – ჯადო” – რას ამხელს დავით კოდუას ოჯახის ახლობელი

by Prime Ambebi
January 4, 2022
როგორ შეხვდნენ ქართველი სპორტსმენები ახალ წელს (ფოტოები)
კვირის TOP 5

როგორ შეხვდნენ ქართველი სპორტსმენები ახალ წელს (ფოტოები)

by Prime Ambebi
January 4, 2022
20 წლის გოგო უჩივის ექიმს, ვისთანაც დედამისი ორსულობისას დადიოდა
კვირის TOP 5

20 წლის გოგო უჩივის ექიმს, ვისთანაც დედამისი ორსულობისას დადიოდა

by Prime Ambebi
December 22, 2021
VIDEO: სამზარეულოში მოფუსფუსე ვალერი მელაძე –  წყვილის ოჯახური სადილის სამზადისი
ვიდეო

VIDEO: სამზარეულოში მოფუსფუსე ვალერი მელაძე –  წყვილის ოჯახური სადილის სამზადისი

by Prime Ambebi
March 1, 2022
“ძუძუ რომ მოაჭამა“ მაგის ხარჯებსაც ედავება პროკურატურა?“ – ანა წითლიძე სააკაშვილზე
Slider 2

“ძუძუ რომ მოაჭამა“ მაგის ხარჯებსაც ედავება პროკურატურა?“ – ანა წითლიძე სააკაშვილზე

by Prime Ambebi
January 4, 2022
Load More

რეკომენდირებული

მე მყავს ერთი უსაყვარლესი რძალი და ორი შვილიშვილი მიშასგან – სააკაშვილის მამის პირველი კომენტარი ლიზა იასკოსთან დაკავშირებით

მე მყავს ერთი უსაყვარლესი რძალი და ორი შვილიშვილი მიშასგან – სააკაშვილის მამის პირველი კომენტარი ლიზა იასკოსთან დაკავშირებით

January 4, 2022
ვინ არის თბილისში მცხოვრები, გიორგი ფხაკაძის რჩეული ქალი და აპირებს თუ არა ის დაქორწინებას

ვინ არის თბილისში მცხოვრები, გიორგი ფხაკაძის რჩეული ქალი და აპირებს თუ არა ის დაქორწინებას

October 19, 2021
,,რატომ ფეხი არ მომტყდა, შენს ინაუგურაციას რომ დავესწარი” – ხატია სიჭინავა

,,რატომ ფეხი არ მომტყდა, შენს ინაუგურაციას რომ დავესწარი” – ხატია სიჭინავა

November 5, 2021

არ გამოტოვოთ

ვიტანჯები უშენოდ! – ნანუკა გულუას ემოიცური პოსტი
მთავარი ამბავი

ვიტანჯები უშენოდ! – ნანუკა გულუას ემოიცური პოსტი

November 26, 2021
„არაფერი არ მიჭამია, პატალა ვარ“ – კახა კალაძე ნიკოლასთან ერთად ერთობა 
მთავარი ამბავი

„არაფერი არ მიჭამია, პატალა ვარ“ – კახა კალაძე ნიკოლასთან ერთად ერთობა 

November 26, 2021
რატომ დომუსის დასრულებული ბინები ვაკეში?
სიახლეები

რატომ დომუსის დასრულებული ბინები ვაკეში?

May 28, 2024
VIDEO: რამდენია, იდეალური სექსის ხანგრძლივობა… – აი, რას ამბობენ ექიმები
კვირის TOP 5

VIDEO: რამდენია, იდეალური სექსის ხანგრძლივობა… – აი, რას ამბობენ ექიმები

August 21, 2021

გაფრთხილება

გამოქვეყნებული მასალების კოპირება ადმინისტრაციასთან შეუთანხმებლად დაუშვებელია

კატეგორიები

Lifestyle
ვიდეო
ინტერიერი
კვირის TOP 5
მსოფლიო
სიახლეები
სკანდალი
ტოპ სიახლე
ფოტოგალერეა
შოუბიზნესი
ჯანმრთელობა

12+

Powered By My Software © 2020 PRIMEAMBEBI.GE - All rights reserved

No Result
View All Result
  • სიახლეები
  • ტოპ ნიუსი
  • მსოფლიო
  • სკანდალი
  • Lifestyle
  • ჯანმრთელობა
  • შოუბიზნესი
  • კვირის TOP 5
  • ინტერიერი
  • ვიდეო
  • ფოტოგალერეა
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PRIMEAMBEBI.GE - All rights reserved