Saturday, April 18, 2026
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი
No Result
View All Result
Primeambebi.ge
  • სიახლეები
  • TOP ნიუსი
  • მსოფლიო
  • სკანდალი
  • Lifestyle
    • ჯანმრთელობა
    • შოუბიზნესი
  • კვირის TOP 5
  • ინტერიერი
  • ფოტოგალერეა
  • ვიდეო
  • სიახლეები
  • TOP ნიუსი
  • მსოფლიო
  • სკანდალი
  • Lifestyle
    • ჯანმრთელობა
    • შოუბიზნესი
  • კვირის TOP 5
  • ინტერიერი
  • ფოტოგალერეა
  • ვიდეო
No Result
View All Result
Primeambebi.ge
No Result
View All Result

“გუშინ დილით მივაბარეთ მიწას, დოდო მამიდა ჩემთვის მეორე დედა იყო” – ია ფარულავა ამერიკაში კორონავირუსით გარდაცვლილ მამიდაზე

თამარ ბოჭორიშვილი by თამარ ბოჭორიშვილი
December 25, 2020
in მთავარი ამბავი, სიახლეები, ტოპ ნიუსი
0
“გუშინ დილით მივაბარეთ მიწას, დოდო მამიდა ჩემთვის მეორე დედა იყო” – ია ფარულავა ამერიკაში კორონავირუსით გარდაცვლილ მამიდაზე
895
SHARES
5k
VIEWS
გაზიარება Facebook-ზე

კორონავირუსმა ია ფარულავას ოჯახის წევრი, მსახიობის უსაყვარლესი მამიდა დოდო ფარულავას სიცოცხლე შეიწირა.
დოდო ფარულავა 87 წლის გახლდათ და ამერიკაში ცხოვრობდა, კორონავირუსით ის სწორედ ამერიკაში გარდაიცვალა, თუმცა საქართველოში გადმოსვენებისას ცხედარი დაიკარგა, რასაც ია ფარულავას და ოჯახის წევრების აღშფოთება მოჰყვა.
ჩამოასვენეს თუ არა საბოლოოდ თბილისში დოდო ფარულავა, ამის გასარკვევად “პრაიმამბები” მსახიობ ია ფარულავას დაუკავშირდა.
– ქალბატონო ია, ჩამოასვენეს თქვენი მამიდის ცხედარი თბილისში?
– ჩამოასვენეს და დავკრძალეთ უკვე. პირველ ღამეს როცა უნდა ჩამოესვენებინათ, დაიკარგა მიცვალებული, არ ჰქონდათ პასუხი. ჯერ გვითხრეს შეიძლება ნიუ-იორკშიაო, ამაზე საერთოდ გავგიჟდით.

შემდეგ სანამ სიუჟეტი არ გავიდა კურიერში, არაფერი ეშველა. სიუჟეტის ეთერში გასვლის შემდეგ, თურქეთის ავიახაზების გენერალურმა მენეჯერმა დამირეკა, ბოდიშები მომიხადა.

ასევე იხილეთ

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

ლიბერთი ბანკის სერვისები, რომლის შესახებ აუცილებლად უნდა იცოდე

ბინები ვაკის პარკთან: საცხოვრებელი კომპლექსების უპირატესობა

გასაგებია, შესაძლებელი იყო ადამიანური შეცდომა მომხდარიყო და ერთი პალეტიდან, მეორეში არ მომხდარიყო გადატანა, მაგრამ ლასარე ტერმინალშიც უყურადღებობის პიკი იყო. როცა მივედით აერპორტში და გვითხრეს არ ჩამოსულაო ამაზე გავგიჟდით.

გუშინ დილით დავკრძალეთ მამიდა, მივაბარეთ მიწას და როგორც იქნა დავწყნარდით.

– ცნობილია, რომ განსაკუთრებული ურთიერთობა გქონდათ, რას გვეტყვით დოდო მამიდაზე?
– დოდო მამიდა ჩემთვის იყო მეორე დედა. დედაჩემს თუ არ ჰქონდა ნერვი და სურვილი ჩემთან ეთამაშა სალონობანა, მზარეულობანა, დოდო ყველაფერს აკეთებდა ჩემთვის. პირველი სილამაზის წიგნი, დოდო მამიდას სახლში ვნახე და წავიკითხე.

დოდო მამიდას დავყავდი ყველგან, მივლინებებში, დასასვენებლად. ძალიან ყურადღებიანი მამიდა იყო.

ბოლო 17 წელი, როგორც ქართველი ქალბატონების უმეტესობა ის წასული იყო სამუშაოდ ამერიკაში. 2015 წელს, ოჯახში დიდი ტრაგედია მოხდა, ჩამოვიდა და სამი წელი აქ დაჰყო.

ძალიან ენერგიული ქალი იყო და მიხვდა, რომ აქ არაფრის მოქმედების შანსი არ ჰქონდა, ამიტომ უკან გაბრუნდა ამერიკაში.

იქ მუშაობდა, 87 წლის იყო, მაგრამ როგორც 70 წლის ქალი ისე გამოიყურებოდა. ისეთი დამცველი როგორიც დოდო მამიდა იყო, მე არ მყავდა. სოციალურ ქსელში ყველას ეჩხუბებოდა, თუ ვინმე რამეს ცუდს დაწერდა ჩემზე.

როცა ავად გახდა, არ უნდოდა ჩვენთვის ეთქვა, იმიტომ რომ დოდო მამიდა ჩვენთვის იყო ძლიერი. “დოდო ვერ გახდება ავად”, “დოდო სულ არის”, ასეთი პროგრამით იყო და ჩვენთვის წამროუდგენელია, რომ დოდო აღარ არის.

Tags: ია ფარულავა
თამარ ბოჭორიშვილი

თამარ ბოჭორიშვილი

Related Posts

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია
სიახლეები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

by Prime Ambebi
May 28, 2024
სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას
სიახლეები

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

by Prime Ambebi
May 28, 2024
ლიბერთი ბანკის სერვისები, რომლის შესახებ აუცილებლად უნდა იცოდე
სიახლეები

ლიბერთი ბანკის სერვისები, რომლის შესახებ აუცილებლად უნდა იცოდე

by Prime Ambebi
March 30, 2023
ბინები ვაკის პარკთან: საცხოვრებელი კომპლექსების უპირატესობა
სიახლეები

ბინები ვაკის პარკთან: საცხოვრებელი კომპლექსების უპირატესობა

by Prime Ambebi
March 30, 2023
ბლენდერი და ჩაიდანი: სამზარეულოს ორი აუცილებელი მოწყობილობა
სიახლეები

ბლენდერი და ჩაიდანი: სამზარეულოს ორი აუცილებელი მოწყობილობა

by Prime Ambebi
March 30, 2023
Load More

რეკომენდირებული

“აუცილებელია 40  წელს გადაცილებულმა ყველა ადამიანმა მიმართოს ექიმს” – დაავადება, რომელიც დაბრმავებას იწვევს

“აუცილებელია 40  წელს გადაცილებულმა ყველა ადამიანმა მიმართოს ექიმს” – დაავადება, რომელიც დაბრმავებას იწვევს

February 14, 2021

არ გამოტოვოთ

No Content Available

გაფრთხილება

გამოქვეყნებული მასალების კოპირება ადმინისტრაციასთან შეუთანხმებლად დაუშვებელია

კატეგორიები

Lifestyle
ვიდეო
ინტერიერი
კვირის TOP 5
მსოფლიო
სიახლეები
სკანდალი
ტოპ სიახლე
ფოტოგალერეა
შოუბიზნესი
ჯანმრთელობა

12+

Powered By My Software © 2020 PRIMEAMBEBI.GE - All rights reserved

No Result
View All Result
  • სიახლეები
  • ტოპ ნიუსი
  • მსოფლიო
  • სკანდალი
  • Lifestyle
  • ჯანმრთელობა
  • შოუბიზნესი
  • კვირის TOP 5
  • ინტერიერი
  • ვიდეო
  • ფოტოგალერეა
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PRIMEAMBEBI.GE - All rights reserved