პროფესორი, დიპლომირებული მედიკოსი (MD), ჯანდაცვის მაგისტრატურა (MPH), მედიცინის დოქტორი (PhD), საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გაეროს გენერალური მდივნის და ვაქცინებისა და იმუნიზაციების გლობალური ალიანსის (GAVI) მრჩეველი გიორგი ფხაკაძე იხსენებს იმ საწყის ეტაპს, როდესაც მისი ოცნება ქუთაისში, საღორის საავადმყოფოში ქირურგად მუშაობა იყო.
„ახლა უკან რომ ვიხედები, მიკვირს, ნუთუ მე, ერთმა ქუთაისელმა ბიჭმა ამდენი შევძელი… მიკვირს, ნეპალში დაკიდებულ აღმართზე, უფსკრულის პირას საცალფეხო ბილიკზე უშიშრად მიმავალს, როგორ არ მეშინოდა ფეხის დაცდენის… თავში როგორ მომდიოდა ის აზრი, რომ კვლევები მეწარმოებინა იქ, სადაც ჯერ კიდევ ხალხი ხეზე ცხოვრობდა.
ასევე ნახეთ: რა ანდერძი დაუტოვა გიორგი ფხაკაძეს ბებიამ, რომელიც 90 წლის იუბილეზე პირადად წაუკითხა – Exclusive
დიდი გზა გავიარე, რთული და საინტერესო გზა, სულ უფსკრულის პირას ვიარე… დანაღმულ ველზე… გაუკვალავი გზებით ვიარე ქუთაისიდან ჟენევამდე“…
გიორგი ფხაკაძემ ავტობიოგრაფიული წიგნის გამოცემა თუ გადაწყვიტა, ალბათ, სქელტანიან შემოქმედებას ეს პროლოგი დაამშვენებდა.
ორწლიანი განშორების შემდეგ, უკვე მეორე დღეა რაც ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე, სამშობლოშია.
„პრაიმტაიმი“ ექსკლუზიურ ვრცელ რეპორტაჟს უახლოეს დღეებში შემოგთავაზებთ და სულ სხვანაირ გიორგი ფხაკაძეს გაგაცნობთ. მანამდე კი პატარა დეტალს გაგანდობთ: რა მოეწონა და ვინ დახვდა აეროპორტში. რაზე დასწყდა გული სამშობლოში დაბრუნებულს მეორე დღეს…
ჩვენი პროფესორი, თბილისში ჩამოსვლიდან მეორე დღეს დააჯარიმეს.
ასევე ნახეთ: მიკვირს, ნუთუ მე, ერთმა ქუთაისელმა ბიჭმა ამდენი შევძელი… არ მეშინოდა ფეხის დაცდენის… – გიორგი ფხაკაძის კარიერული საფეხურები
„დედაქალაქში, ბევრი რამ დამხვდა შეცვლილი. ახალი შენობები, გზები, ველობილიკლი, რომელიც ძალიან მომეწონა. ძალიან არ მომეწონა ის ფაქტი, როდესაც ჩემი სახლის წინ მდებარე პარკინგზე, სადაც ყოველთვის იქ ვაჩერებდი ავტომობილს დამაჯარიმეს 10 ლარით. თურმე იქ გაჩერება აღარ შეიძლება. რას იზამ, ესეც მოულოდნელობის ნაწილია. იმედია, სანამ წავალ საქართველოდან, ბევრი დარღვევა არ მექნება. აღმოვაჩინე, რომ სხვადასხვა ქუჩებზე მოძრაობის წესები შეცვლილია.“- ამბობს გიორგი ფხაკაძე.
ასევე ნახეთ: გიორგი ფხაკაძე საქართველოში ჩამოვიდა






