„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი აქტიური სახე, ირაკლი კობახიძე ბიძა გახდა. მის დას, ქეთევან კობახიძეს ახლახან ვაჟი შეეძინა. ამის შესახებ სტატუსი ირაკლის დის მეუღლემ, დავით ფაცაციამ დაწერა. მან აღნიშნა: „ბიჭია! ბიჭი! დაიბადა პატარა და დიდი გოგი ფაცაცია“. რასაკვირველია, სტატუსს დადებითი გამოხმაურებები და მილოცვები მოჰყვა.








