გადატვირთული გრაფიკის მიუხედავად, ცნობილი რუსი მოდელი ირინა შეიკი პატარა ლეასთვის თავისუფალ დროს ყოველთვის პოულობს. მას პაპარაცები ხშირად აფიქსირებენ ნიუ-იორკის ქუჩებში.

გუშინ მოდელი პაპარაცებმა იმ დროს დააფიქსირეს, როდესაც მცირეწლოვანი შვილის სასწავლებლისკენ მიემართებოდა. ირინამ მოდურობას არც გუშინ უღალატა.

მას ლიმნისფერი ტოპი და ქვედაბოლო ეცვა. რომელსაც შავი ტყავის მოსაცმელი შეუხამა.










