კორონავირუსი კიდევ ერთ ცნობილ ქართველ ვარსკვლავს დაუდასტურდა.
“პრაიმამბების” ინფორმაციით, ვირუსით მომღერალი და იტალიაში საქართველოს ელჩის მრჩეველი დავით გომართელი დაინფიცირდა.
გომართელი საქართველოში იტალიიდან წინასაახალწლოდ დაბრუნდა.
დეტალების გასარკვევად “პრაიმამბები” დავით გომართელს დაუკავშირდა.
– ბატონო დავით, გავიგეთ კორონავირუსით დაინფიცირდით…
– კი, დღეს დილით გავიკეთე სარაფი ტესტი და დადებითი პასუხი მივიღე. ვაპირებ პისიარ ტესტის გაკეთებას, იქნებ არც ვარ დაინფიცირებული.
– იტალიიდამ ხომ არ ჩამოიტანეთ ვირუსი?
– არამგონია, არა.
– რა სიმპტომები გაქვთ?
– არანაირი სიმპტომი არ მაქვს, უბრალოდ გავიკეთე სწრაფი ტესტი და დადებითი პასუხი მოვიდა. გადავამოწმებ პისიარ ტესტით.









