Thursday, April 16, 2026
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი
No Result
View All Result
Primeambebi.ge
  • სიახლეები
  • TOP ნიუსი
  • მსოფლიო
  • სკანდალი
  • Lifestyle
    • ჯანმრთელობა
    • შოუბიზნესი
  • კვირის TOP 5
  • ინტერიერი
  • ფოტოგალერეა
  • ვიდეო
  • სიახლეები
  • TOP ნიუსი
  • მსოფლიო
  • სკანდალი
  • Lifestyle
    • ჯანმრთელობა
    • შოუბიზნესი
  • კვირის TOP 5
  • ინტერიერი
  • ფოტოგალერეა
  • ვიდეო
No Result
View All Result
Primeambebi.ge
No Result
View All Result

“ივანიშვილმა პირბადეების ბიზნესი ჩამიგდო, ლამის თავი მოიკლა ადამიანმა, მაგრამ…” – რა პრობლემები შეუქმნეს ნატალია ჩხეიძეს

თამარ ბოჭორიშვილი by თამარ ბოჭორიშვილი
January 17, 2021
in კვირის TOP 5, მთავარი ამბავი, სიახლეები
0
“ივანიშვილმა პირბადეების ბიზნესი ჩამიგდო, ლამის თავი მოიკლა ადამიანმა, მაგრამ…” – რა პრობლემები შეუქმნეს ნატალია ჩხეიძეს
349
SHARES
1.9k
VIEWS
გაზიარება Facebook-ზე

ნატალია ჩხეიძე საზოგადოებამ პროექტ “მასტერშეფიდან” გაიცნო, ცნობილი კულინარი წლებია ოჯახურ ბიზნესს მართავს, თუმცა პანდემიამ მისი შემოსავლები საფრთხის ქვეშ დააყენა და სწორედ მიტომ ჩხეიძემ საკუთარი მანქანის გაყიდვა გადაწყვიტა.
რა პრობლემები შეექმნა მის ბიზნესს და რაში სდებს ბრალს სახელმწიფოს, ამის თაობაზე ნატალია ჩხეიძემ ჟურნალ “სარკეს” უამბო.
– სახელმწიფო ძალიან უსამართლოდ მომექცა. მიუხედავად იმისა, რომ ხალხი ეკრანზე ბრჭყვიალა და ხალისიანი გამოსვლებით მხედავს, ამის იქეთ მაქვს ჩემი ცხოვრება. უნიფორმების ფაბრიკა ჩვენი ოჯახური ბიზნესია და 1992 წლიდან გვაქვს.
იქიდან მოყოლებული არასოდეს ყოფილა ჩვენი ბიზნესი წამგებიანი. თავდაუზოგავად ვშრომობთ მთელი ოჯახი ამისთვის.
წინასაახალწლოდ კი, როცა პრემიერ-მინისტრი იხვეწებოდა, ოღონდ შემეშველეთ, თუ წარმოება გაქვთ, ხალხი უმუშევრად არ დატოვოთო, შენც ასე იქცევი და სახელმწიფოსგან პატივისცემას ელოდები ამის გამო, მაგრამ მოდიან გაყადაღებენ, 2011-2013 წლებში რომ რაღაც იყო და იმ საქმეზე სასამართლომ რომ გამამართლა.
ათეულობით მილიონი ლარი მაქვს ბიუჯეტში შეტანილი და რაღაც 19 ათასი ლარის გამო მოხდა ეს ამბავი, არ გაქვს აღიარებულიო! არადა თავის დროზე იმ საქმეში სასამართლომ გამამართლა და დებილი ვარ, რომ მეღიარებინა?!
დედაჩემი ონკოლოგიური ავადმყოფია და წამალი ხომ უნდა ვუყიდო, ჩემს თანამშრომლებს ხელფასი ხომ უნდა მივცე?! ყადაღა დამადეს და სანამ გაირკვევა, რამდენ ხანს გაგრძელდება, არც ვიცით.
პანდემია დაიწყო თუ არა, ლუგარში წავიღე ჩემი ქსოვილები, რომ გვერდით დავდგომოდი ქვეყანას და სამედიცინო ნაწარმი შემეკერა. არ გავაჩერე საწარმო, პრემიერი შეგვპირდა ათას რაღაცას და უცებ ყადაღა!
ჩაგვივარდა ეს სამედიცინო ნაწარმის ბაზარი, რადგან აღმოჩნდა, რომ ბიძინამ გახსნა ქარხანა და შემოიტანა დანადგარები, რომლებიც წუთში ათას ცალს პირბადეს ამზადებს.

თავში სჭირდება ერთი კახი, რომელიც ქსოვილებს ჩატენის და ბოლოში მეორე, რომელიც მიიღებს დამზადებულს. ფასი დავარდა.

ასევე იხილეთ

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

ლიბერთი ბანკის სერვისები, რომლის შესახებ აუცილებლად უნდა იცოდე

ბინები ვაკის პარკთან: საცხოვრებელი კომპლექსების უპირატესობა

ჩვენ ხელით ვკერავდით. მკერავებს ხელფასი ხომ უნდა გადავუხადო? შესაბამისად დამრჩა პირბადეები შეკერილი, გადაუხდელი ხელფასები და პლუს ყადაღა, მოვკვდი და გარდავიცვალე.
ახლა გავყიდი მანქანას და პრობლემებს უნდა მოვახმარო. გაჩერებულები ვართ და კრედიტებს მაინც ვიხდით. არც ერთმა ბანკმა ეს არ გაითვალისწინა, სახელმწიფოს ჩვენთვის არ სცხელა, ვის მივმართო? ვალები გემატება და ლამის თავი მოიკლა ადამიანმა, რომ არ იცი რა საიდან მოიტანო, მაგრამ ყურებს არ ჩამოვყრი, ფერფლიდან უნდა აღვდგე!.

ჟურნალი “სარკე”

რუსუდან ადვაძე

თამარ ბოჭორიშვილი

თამარ ბოჭორიშვილი

Related Posts

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია
სიახლეები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

by Prime Ambebi
May 28, 2024
სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას
სიახლეები

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

by Prime Ambebi
May 28, 2024
ლიბერთი ბანკის სერვისები, რომლის შესახებ აუცილებლად უნდა იცოდე
სიახლეები

ლიბერთი ბანკის სერვისები, რომლის შესახებ აუცილებლად უნდა იცოდე

by Prime Ambebi
March 30, 2023
ბინები ვაკის პარკთან: საცხოვრებელი კომპლექსების უპირატესობა
სიახლეები

ბინები ვაკის პარკთან: საცხოვრებელი კომპლექსების უპირატესობა

by Prime Ambebi
March 30, 2023
ბლენდერი და ჩაიდანი: სამზარეულოს ორი აუცილებელი მოწყობილობა
სიახლეები

ბლენდერი და ჩაიდანი: სამზარეულოს ორი აუცილებელი მოწყობილობა

by Prime Ambebi
March 30, 2023
Load More

რეკომენდირებული

No Content Available

არ გამოტოვოთ

No Content Available

გაფრთხილება

გამოქვეყნებული მასალების კოპირება ადმინისტრაციასთან შეუთანხმებლად დაუშვებელია

კატეგორიები

Lifestyle
ვიდეო
ინტერიერი
კვირის TOP 5
მსოფლიო
სიახლეები
სკანდალი
ტოპ სიახლე
ფოტოგალერეა
შოუბიზნესი
ჯანმრთელობა

12+

Powered By My Software © 2020 PRIMEAMBEBI.GE - All rights reserved

No Result
View All Result
  • სიახლეები
  • ტოპ ნიუსი
  • მსოფლიო
  • სკანდალი
  • Lifestyle
  • ჯანმრთელობა
  • შოუბიზნესი
  • კვირის TOP 5
  • ინტერიერი
  • ვიდეო
  • ფოტოგალერეა
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PRIMEAMBEBI.GE - All rights reserved