ჯო ბაიდენის შვილს თაღლითობაში ადანაშაულებენ. ამის შესახებ თავად ჰანტერ ბაიდენმა ისაუბრა და განაცხადა, რომ დელავერის შტატის ფედერალურმა პროკურატურამ საგადასახადო თაღლითობის საქმეზე მის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო.
“ძალიან სერიოზულად ვეპყრობი ამ საქმეს, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ამ საკითხების პროფესიული და ობიექტიური განხილვა აჩვენებს, რომ მე ჩემი საქმეები კანონიერად და სათანადოდ მიმყავდა,” -ნათქვამია ჰანტერ ბაიდენის განცხადებაში.







