„შუაღამის ცა“ – ასე ჰქვია ფილმს, რომლის გამოც მსახიობმა ჯორჯ კლუნმა 12 კგ დაიკლო. კილოგრამებთან ბრძოლის შემდეგ, ახლა ის სიკვდილს ებრძვის. ფილმზე მუშაობის დაწყებამდე 4 დღით ადრე ჰოლივუდელი მსახიობი პანკრეატიტის დიაგნოზით საავადმყოფოში აღმოჩნდა.
როგორც თავად ამბობს, ერთიანად დაკლებულმა ბევრმა კილოგრამმა მის ჯანმრთელობას ზიანი მიაყენა. ის მსახიობებ ფელისიტ ჯონსთა და დევიდ ოიელოვთან ერთად ანტრაქტიდაზე უნდა გაფრენილიყო.
კლუნი კიბოთი დაავადებული ასტრონომის როლს ასრულებს.
ვარსკვლავი, რომელიც 6 ფილმის რეჟისორი თავადაა, ამბობს, რომ ეს მისი ყველაზე დიდი პროექტი უნდა ყოფილიყო.
წონის დაკლებასთან ერთად, კლუნმა წვერიც გაიზარდა და როგორც ამბობს, მისმა ქალიშვილმა ახალი „სათამაშო ადგილი“ იპოვა:
„მე დიდი, უშნო წვერი გავიზარდე, რომელიც ჩემს შვილს ძალიან შეუყვარდა. ის იქ რაღაცებს მალავდა და მერე სამძებრო სამუშაოებს ვატარებდით“, – ამბობს მსახიობი.
ჯორჯის გამოჯანმრთელებას დაახლოებით, 6 კვირა სჭირდება. ის კოლეგებთან ზუმის მეშვეობით კონტაქტობს.







