Saturday, April 18, 2026
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი
No Result
View All Result
Primeambebi.ge
  • სიახლეები
  • TOP ნიუსი
  • მსოფლიო
  • სკანდალი
  • Lifestyle
    • ჯანმრთელობა
    • შოუბიზნესი
  • კვირის TOP 5
  • ინტერიერი
  • ფოტოგალერეა
  • ვიდეო
  • სიახლეები
  • TOP ნიუსი
  • მსოფლიო
  • სკანდალი
  • Lifestyle
    • ჯანმრთელობა
    • შოუბიზნესი
  • კვირის TOP 5
  • ინტერიერი
  • ფოტოგალერეა
  • ვიდეო
No Result
View All Result
Primeambebi.ge
No Result
View All Result

“კახის დაბადებიდანვე აქვს ჯანმრთელობის პრობლემები, დიაგნოზის გამო წამოვედით” – როგორ ცხოვრობს ქართველი მოდელი გერმანიაში, რომელმაც შვილის გამო კარიერა მიატოვა

PRIMEAMBEBI.GE by PRIMEAMBEBI.GE
December 8, 2020
in Lifestyle, კვირის TOP 5, სიახლეები
0
291
SHARES
1.6k
VIEWS
გაზიარება Facebook-ზე

მოდელი და ჟურნალისტი, თინათინ ნატროშვილი უკვე ოთხი წელია, ოჯახთან ერთად გერმანიაში ცხოვრობს და არაერთი სირთულის გადალახვის შემდეგ, როგორც თავად ამბობს, ცხოვრების დალაგება და რელსებზე შეყენება შეძლო.
თიკო ნატროშვილი: ცოტა არეული და დაძაბული პერიოდი გვაქვს. ჯერ უმცროსმა შვილმა მოიტეხა ფეხი და სამი კვირის საავადმყოფოში გატარება მოუწევს. რამდენიმე დღეში კი კახის მისცა სიცხე და ათი დღე მასაც პალატაში მოუწია ყოფნა. ექიმები გვეხუმრებოდნენ, საოჯახო პალატაში შემოვდივართო. კახი უკვე გამოვიყვანეთ, ლუკა კი ისევ საავადმყოფოში გვყავს და მე და ჩემი მეუღლე ვენაცვლებით ერთმანეთს, რომ მარტო არ დავტოვოთ. თან, ორივე ვსწავლობთ, გაცდენის უფლება არ გვაქვს და მოკლედ, გადარბენაზე ვართ. ალბათ, სტრესის ბრალია ის, რომ მეც არ ვიყავი კარგად, წნევის გამო ძალიან მტკიოდა თავი, მაგრამ აქაური ჯანმრთელობის სისტემა ძალიან განსხვავებულია – წნევის წამალს გამოკვლევების გარეშე არც არავინ დაგინიშნავს და არც აფთიაქში მოგყიდიან ურეცეპტოდ. ამიტომ მომიწია პარაცეტამოლით გავმკლავებოდი, რომელიც ამ მიდგომების გამო ევროპულ ქვეყნებში, მგონი, ყველაფრის ტკივილის დროს გამოიყენება (იცინის). ამ გადარბენების გამო გამოკვლევების დრო არ მქონდა, თუმცა ახლა უკვე დავიწყე კვლევები.

– კახის განვითარება იყო მიზეზი, რის გამოც გერმანიაში გადახვედით საცხოვრებლად. დღეს როგორი მდგომარეობა აქვს?
– აქ ნამდვილად კახის დიაგნოზის გამო წამოვედით და ამ ცვლილებასთან შეგუება ყველას ძალიან გაგვიჭირდა. ჩემთვის წარმოუდგენელი იყო თბილისის გარდა  სხვაგან ცხოვრება. მაგრამ ისე შევეჩვიე აქაურობას, მგონია, მთელი ცხოვრება აქ გავატარე. კახის დაბადებიდანვე აქვს ჯანმრთელობის პრობლემები, რომელთან ბრძოლის გამოცდილებაც სამედიცინო სფეროში ძალიან მწირია მთელი მსოფლიოს მასშტაბით და საქართველოში – მით უმეტეს. ამ მხრივ, გერმანია ერთ-ერთი განვითარებული ქვეყანაა. თან, მგონია, რომ კახის განსაკუთრებულად კარგი ექიმები შეხვდა. ოთხი წელია, რაც ვურთიერთობთ და მათ ჩვენი ოჯახის შესახებ ყველაფერი იციან. კახის ეს დიაგნოზი მთელი ცხოვრება გაჰყვება, მაგრამ ექიმები მის მდგომარეობას სტაბილურს ხდიან. არის საშიშროება, რომ მდგომარეობა გაუარესდეს და სიცოცხლისთვის შეუსაბამო გახდეს, ღმერთმა დაგვიფაროს, დღეს ამის საშიშროება არ დგას, მაგრამ რისკი არსებობს და ამიტომ მუდმივი ყურადღებაა საჭირო, რასაც საქართველოში ვერ უზრუნველვყოფდით. მიუხედავად იმისა, რომ რთული ოთხი წელი გამოვიარეთ, ვხვდები, რომ აქ წამოსვლა სწორი გადაწყვეტილება იყო. დღეს მშვიდად ვარ, იმიტომ, რომ ვიცი, კახის უვლიან ისეთი სპეციალისტები, რომელებმაც  იციან ამ პრობლემის მართვა, საქართველოში კი დიაგნოზის დასმაც ძალიან დიდი პრობლემა იყო. აქ მომსახურების ხარისხი ძალიან მაღალია და კახის მოვლა ძალიან ძვირად ღირებული სერვისია, თუმცა აქ გამართული სამედიცინო დაზღვევაა, რაც ამის საშუალებას გვაძლევს. კახი ეტლით სარგებლობს, რამდენიმე ნაბიჯის დამოუკიდებლად გადადგმა და ხელჯოხით სიარული შეუძლია, მაგრამ დიდ მანძილს დამოუკიდებლად ვერ დაფარავს და აქ ეს სისტემაც ძალიან კარგად აქვთ აწყობილი. ახლა პირველ კლასში წავიდა და ჰყავს დამხმარე, რის საშუალებასაც, ასევე, დაზღვევა იძლევა. დღის განმავლობაში თუ რამე დასჭირდება, ის ყველაფერში ეხმარება. აქ ადამიანის უფლებები ძალიანაა დაფასებული. საცხოვრებლად რომ გადმოვდიოდით, უკეთესობის იმედი მქონდა, მაგრამ ამ ყველაფერზე ვერც კი ვიოცნებებდი. ყოველდღიურობაში არის რაღაცები, რაც აქაც სტრესულია, მაგრამ მე და ჩემმა მეუღლემ საქართველოში ანალოგიური მდგომარეობის პაციენტიც კი ვერ ვნახეთ, რომ გამოცდილება გაეზიარებინა. ვხვდებოდით, რომ შვილს ვერ დავეხმარებოდით, ამიტომ გადავწყვიტეთ წავსულიყავით იქ, სადაც ამ მხრივ უკეთესი მდგომარეობა იყო. თუმცა ფსიქოლოგიურად სამი წლის კახისაც გაუჭირდა შეგუება და ექვსი წლის მათესაც. ამას წინათ მათემ მკითხა: რომ გავიზრდები, შეიძლება, მე საქართველოში ვიცხოვროო? ძალიან ენატრება სამშობლო, მაგრამ გააზრებული აქვს, რომ კახის ჩვენი დახმარება სჭირდება და ამას მისთვის ვაკეთებთ. ასე დავანახეთ მდგომარეობა, იმიტომ, რომ თავიდან ძალიან უჭირდა და საქართველოში დაბრუნებას ითხოვდა. უმცროსი – ლუკა ნამდვილი გერმანელია, აქ დაიბადა და ჯერ ათი სიტყვიდან ქართულად მხოლოდ ერთი იცის (იცინის).

ასევე იხილეთ

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

ლიბერთი ბანკის სერვისები, რომლის შესახებ აუცილებლად უნდა იცოდე

ბინები ვაკის პარკთან: საცხოვრებელი კომპლექსების უპირატესობა

– კახის განვითარება იყო მიზეზი, რის გამოც გერმანიაში გადახვედით საცხოვრებლად. დღეს როგორი მდგომარეობა აქვს?
– აქ ნამდვილად კახის დიაგნოზის გამო წამოვედით და ამ ცვლილებასთან შეგუება ყველას ძალიან გაგვიჭირდა. ჩემთვის წარმოუდგენელი იყო თბილისის გარდა  სხვაგან ცხოვრება. მაგრამ ისე შევეჩვიე აქაურობას, მგონია, მთელი ცხოვრება აქ გავატარე.

კახის დაბადებიდანვე აქვს ჯანმრთელობის პრობლემები, რომელთან ბრძოლის გამოცდილებაც სამედიცინო სფეროში ძალიან მწირია მთელი მსოფლიოს მასშტაბით და საქართველოში – მით უმეტეს.

ამ მხრივ, გერმანია ერთ-ერთი განვითარებული ქვეყანაა. თან, მგონია, რომ კახის განსაკუთრებულად კარგი ექიმები შეხვდა. ოთხი წელია, რაც ვურთიერთობთ და მათ ჩვენი ოჯახის შესახებ ყველაფერი იციან. კახის ეს დიაგნოზი მთელი ცხოვრება გაჰყვება, მაგრამ ექიმები მის მდგომარეობას სტაბილურს ხდიან. არის საშიშროება, რომ მდგომარეობა გაუარესდეს და სიცოცხლისთვის შეუსაბამო გახდეს, ღმერთმა დაგვიფაროს, დღეს ამის საშიშროება არ დგას, მაგრამ რისკი არსებობს და ამიტომ მუდმივი ყურადღებაა საჭირო, რასაც საქართველოში ვერ უზრუნველვყოფდით. მიუხედავად იმისა, რომ რთული ოთხი წელი გამოვიარეთ, ვხვდები, რომ აქ წამოსვლა სწორი გადაწყვეტილება იყო. დღეს მშვიდად ვარ, იმიტომ, რომ ვიცი, კახის უვლიან ისეთი სპეციალისტები, რომელებმაც  იციან ამ პრობლემის მართვა, საქართველოში კი დიაგნოზის დასმაც ძალიან დიდი პრობლემა იყო. აქ მომსახურების ხარისხი ძალიან მაღალია და კახის მოვლა ძალიან ძვირად ღირებული სერვისია, თუმცა აქ გამართული სამედიცინო დაზღვევაა, რაც ამის საშუალებას გვაძლევს.

კახი ეტლით სარგებლობს, რამდენიმე ნაბიჯის დამოუკიდებლად გადადგმა და ხელჯოხით სიარული შეუძლია, მაგრამ დიდ მანძილს დამოუკიდებლად ვერ დაფარავს და აქ ეს სისტემაც ძალიან კარგად აქვთ აწყობილი.

ახლა პირველ კლასში წავიდა და ჰყავს დამხმარე, რის საშუალებასაც, ასევე, დაზღვევა იძლევა. დღის განმავლობაში თუ რამე დასჭირდება, ის ყველაფერში ეხმარება. აქ ადამიანის უფლებები ძალიანაა დაფასებული. საცხოვრებლად რომ გადმოვდიოდით, უკეთესობის იმედი მქონდა, მაგრამ ამ ყველაფერზე ვერც კი ვიოცნებებდი. ყოველდღიურობაში არის რაღაცები, რაც აქაც სტრესულია, მაგრამ მე და ჩემმა მეუღლემ საქართველოში ანალოგიური მდგომარეობის პაციენტიც კი ვერ ვნახეთ, რომ გამოცდილება გაეზიარებინა. ვხვდებოდით, რომ შვილს ვერ დავეხმარებოდით, ამიტომ გადავწყვიტეთ წავსულიყავით იქ, სადაც ამ მხრივ უკეთესი მდგომარეობა იყო. თუმცა ფსიქოლოგიურად სამი წლის კახისაც გაუჭირდა შეგუება და ექვსი წლის მათესაც.

ამას წინათ მათემ მკითხა: რომ გავიზრდები, შეიძლება, მე საქართველოში ვიცხოვროო? ძალიან ენატრება სამშობლო, მაგრამ გააზრებული აქვს, რომ კახის ჩვენი დახმარება სჭირდება და ამას მისთვის ვაკეთებთ.

ასე დავანახეთ მდგომარეობა, იმიტომ, რომ თავიდან ძალიან უჭირდა და საქართველოში დაბრუნებას ითხოვდა. უმცროსი – ლუკა ნამდვილი გერმანელია, აქ დაიბადა და ჯერ ათი სიტყვიდან ქართულად მხოლოდ ერთი იცის (იცინის).

– უფროსებმა რამდენად მოახერხეთ ადაპტაცია?

– მე და ჩემი მეუღლე უკვე ენის კურსს ვამთავრებთ და მომავალი წლიდან, საშუალება გვექნება, სამუშაო უფლება მოვიპოვოთ ჩვენივე სფეროებში. გერმანიამ უკვე ორივეს გვიღიარა დიპლომები, ჩემს მეუღლეს – ეკონომიკის, მე – ჟურნალისტიკის დარგში და შეგვეძლება, დამსაქმებლებს თავისუფლად ვესაუბროთ. საქართველოში ორივე ვმუშაობდით და აქ კონკრეტული გამოცდილებით ჩამოვედით. ახლა უკვე ენაც ვიცით, რის გარეშეც აქ ნული ხარ და გვინდა, ჩვენივე მიმართულებებში განვვითარდეთ.

წყარო: ჟურნალი თბილისელები

Tags: თინათინ ნატროშვილი
PRIMEAMBEBI.GE

PRIMEAMBEBI.GE

Related Posts

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია
სიახლეები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

by Prime Ambebi
May 28, 2024
სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას
სიახლეები

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

by Prime Ambebi
May 28, 2024
ლიბერთი ბანკის სერვისები, რომლის შესახებ აუცილებლად უნდა იცოდე
სიახლეები

ლიბერთი ბანკის სერვისები, რომლის შესახებ აუცილებლად უნდა იცოდე

by Prime Ambebi
March 30, 2023
ბინები ვაკის პარკთან: საცხოვრებელი კომპლექსების უპირატესობა
სიახლეები

ბინები ვაკის პარკთან: საცხოვრებელი კომპლექსების უპირატესობა

by Prime Ambebi
March 30, 2023
ბლენდერი და ჩაიდანი: სამზარეულოს ორი აუცილებელი მოწყობილობა
სიახლეები

ბლენდერი და ჩაიდანი: სამზარეულოს ორი აუცილებელი მოწყობილობა

by Prime Ambebi
March 30, 2023
Load More

რეკომენდირებული

“აუცილებელია 40  წელს გადაცილებულმა ყველა ადამიანმა მიმართოს ექიმს” – დაავადება, რომელიც დაბრმავებას იწვევს

“აუცილებელია 40  წელს გადაცილებულმა ყველა ადამიანმა მიმართოს ექიმს” – დაავადება, რომელიც დაბრმავებას იწვევს

February 14, 2021

არ გამოტოვოთ

No Content Available

გაფრთხილება

გამოქვეყნებული მასალების კოპირება ადმინისტრაციასთან შეუთანხმებლად დაუშვებელია

კატეგორიები

Lifestyle
ვიდეო
ინტერიერი
კვირის TOP 5
მსოფლიო
სიახლეები
სკანდალი
ტოპ სიახლე
ფოტოგალერეა
შოუბიზნესი
ჯანმრთელობა

12+

Powered By My Software © 2020 PRIMEAMBEBI.GE - All rights reserved

No Result
View All Result
  • სიახლეები
  • ტოპ ნიუსი
  • მსოფლიო
  • სკანდალი
  • Lifestyle
  • ჯანმრთელობა
  • შოუბიზნესი
  • კვირის TOP 5
  • ინტერიერი
  • ვიდეო
  • ფოტოგალერეა
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PRIMEAMBEBI.GE - All rights reserved