მაშინ როცა მთელი მსოფლიო კორონავირუსს ებრძვის, კეიტ მიდლტონი და პრინცი უილიამი ბრიტანეთის სხვადასხვა ქალაქებში მოზგაურობას განაგრძობენ.
დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის ვაქცინაცია უკვე დაიწყო და მას დედოფალი ელისაბედიც გაიკეთებს, თუმცა ქვეყანა უკვე ახალი საფრთხის წინაშე დგას, კერძოდ, იქ კორონავირუსის ახალი შტამი დააფიქსირეს, რომელიც 70 პროცენტით უფრო სწრაფად ვრცელდება.

სწორედ ამიტომ ახლა ბრიტანეთთან მიმოსვლა არაერთმა ქვეყანამ შეაჩერა და უსაფრთხოების ზომები ქვეყანაშიც გამკაცრდა.
სწორედ ამიტომ, პრინცი უილიამი და კეიტ მიდლტონი სკანდალში აღმოჩნდნენ. საზოგადოება და მათ შორის ჟურნალისტები თვლიან, რომ ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვები, სამეფო ოჯახის წევრებზე არ ვრცელდება. სამეფო წყვილს ასევე მატარებლით მოგზაურობის გამო აკრიტიკებენ.

შეგახსენებთ, პრინცი უილიამსი და კეიტ მიდლტონი წინასაშობაო ტურნეში 11 დეკემბერს გაემგზავრნენ.






