ცნობილი ქართველი პიანისტი ხატია ბუნიათიშვილი, არაერთი ძვირადღირებული ბრენდის ამბასადორია. გუშინ კი ცნობილი გახდა, რომ ის Cartier-ის ამბასადორი გახდა.

შემსრულებელმა სიახლე გულშემატკივრებს სოციალური ქსელის საშუალებით ამცნო და შემოქმედებით ჯგუფს მადლობა გადაუხადა: “მე ძალიან ბედნიერი ვარ და გახარებული, რადგან ლეგენდარული Cartier-ის ამბასადორი გავხდი. ჩემთვის დიდი პატივია ვიყო თქვენი ოჯახის წევრი, რათა მომავალში ბევრი რამ გავაკეთოთ თქვენი ხიბლისა და გლამურის ხელწერით ხელოვნებისა და კულტურისთვის.”







