2020 წლის საპარლამენტო არჩევნები უკვე კარს მოგვადგა, თუმცა პარტიები მათ რიგებში მყოფი ადამიანების შესახებ ახლა აცნობენ საზოგადოებას.
ბოლო ორი დღეა სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ვიქტორ სანიკიძის, დავით კაჭარავას, ზურაბ ცინცქილაძის, ცისანა სეფიაშვილის და ნანუკა ჟორჟოლიანის შემდეგ, პოლიტიკაში კიდევ ერთი ცნობილი ქართველი მსოფლიოში აღიარებული პიანისტი ხატია ბუნიათიშვილი მოდის.

ხატია ბუნიათიშვილის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას, საფრანგეთიდან გამოეხმაურა მსოფლიოში აღიარებული პიანისტის დედა ნატალია ბუნიათიშვილი.
“მეგობრებო, სიცრუეა!!! რაღაც პოლიტიკური საარჩევნო სია გამოქვეყნებულა, სადაც ხატიაც არის მოხსენიებული. ეს სიცრუე!!! და საერთოდ, მოსაბეზრებელია ამდენი ტყუილი” – წერს ნატალია ბუნიათიშვილი.






