Friday, May 8, 2026
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი
No Result
View All Result
Primeambebi.ge
  • სიახლეები
  • TOP ნიუსი
  • მსოფლიო
  • სკანდალი
  • Lifestyle
    • ჯანმრთელობა
    • შოუბიზნესი
  • კვირის TOP 5
  • ინტერიერი
  • ფოტოგალერეა
  • ვიდეო
  • სიახლეები
  • TOP ნიუსი
  • მსოფლიო
  • სკანდალი
  • Lifestyle
    • ჯანმრთელობა
    • შოუბიზნესი
  • კვირის TOP 5
  • ინტერიერი
  • ფოტოგალერეა
  • ვიდეო
No Result
View All Result
Primeambebi.ge
No Result
View All Result

“ხელებიც დაკარგა, მაშველები გამოვიძახეთ, რომ სახლში ამოგვეყვანა ოპერაციის შემდეგ” – კობა დავითაშვილის სიცოცხლის ბოლო დღეები

PRIMEAMBEBI.GE by PRIMEAMBEBI.GE
December 11, 2020
in მთავარი ამბავი., სიახლეები, ტოპ ნიუსი
0
“ხელებიც დაკარგა, მაშველები გამოვიძახეთ, რომ სახლში ამოგვეყვანა ოპერაციის შემდეგ” – კობა დავითაშვილის სიცოცხლის ბოლო დღეები
1k
SHARES
5.8k
VIEWS
გაზიარება Facebook-ზე

რამდენიმე დღის წინ, 49 წლის ასაკში ქართველი პოლიტიკოსი კობა დავითაშვილი გარდაიცვალა. ის ბეხტერერის დაავადებას ებრძოდა. კობა დავითაშვილი მშობლიურ სოფელში დაკრძალეს, მეუღლის ბოლო დღეებზე ჟურნალ “სარკეს” მისი მეუღლე ინგა ბიწაძე ესაუბრა.

– ზაფხულში გახდა ცუდად, მუცელი ეტკინა ძალიან. სასწრაფომ დაავადმყოფოში გადაყვანა გადაწყვიტა, მაგრამ კობამ უარი თქვა, მე ისეთი დაავადება მჭირს, ექიმები ვერ მიხვდებიან და არ მინდაო. ფიქრობდა თავისი დაავადება გაურთულდა.

ასევე იხილეთ

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

ლიბერთი ბანკის სერვისები, რომლის შესახებ აუცილებლად უნდა იცოდე

ბინები ვაკის პარკთან: საცხოვრებელი კომპლექსების უპირატესობა

ხერხემალი ხო ჰქონდა გაქვავებული და ეს ისეთი დაავადება იყო, რომ ეს გაქვავება ბოლოსკენ ნელ-ნელა გადადის ყველა ორგანოზე – თვალებზე, თირკმელებზე… სახლში გამოვიძახე ექიმი, გაუკეთეს ექოსკოპია და გვითხრეს, რომ აპენდიქსი გახეთქილი არ იყო, არადა, მუცელი საშინლად ტკიოდა.

რაც დრო გადიოდა უფრო სუსტდებოდა, მაგრამ აღარც ტკივილი ჰქონდა, აღარც მუცელი გამაგრებული და არც სიცხე.

19 სექტემბერს ისევ ცუდად გახდა, ძლივს მოგვცა უფლება საავადმყოფოში გადაგვეყვანა. ყველაფერზე გული ერეოდა და წამოგვყვა.

იმავე საღამოს გაირკვა, რომ აპენდიქსი იყო გახეთქილი.

– ორი თვე გახეთქილი აპენდიქსით იცოცლა?

– ეს ამბავი არავის სჯერა, მაგრამ ექიმებმა აპენდიქსი ვეღარ ნახეს სხეულში, მხოლოდ ჩირქი იყო იმ ადგილას. რა მოხდა ორგანიზმში არ ვიცით. ოპერაცია სამი საათი გაგრძელდა, კარგადაც შეუხორცდა, მაგრამ ყოველდღე უკან-უკან მიდიოდა.

ერთ დღეს ლოგინიდან ვეღარ ადგა. დასუსტდა, შემდეგ ხელებიც დაკარგა, ვეღარ ამოძრავებდა. ასე ნელ-ნელა გამომეცალა ხელიდან. ბოლოს თირკმლის უკმარისობით წავიყვანეთ საავადმყოფოში.

ექიმებმა გვითხრეს, რომ პოლიორგანული უკმარისო ჰქონდა, ანუ ყველა ორგანოს უკმარისობა. ექიმები გვეუბნებოდნენ რომ ძალიან მძიმე მდგომარეობა იყო.

სუსტად იყო ბოლოს, ვეღარ ჭამდა, ხელები რომ დაკარგა მისთვის ეს ტრაგედია იყო. აზროვნებაც შეეცვალა, ძალიან მტკივნეული იყო ამის ყურება.

დაღლილი იყო ყველაფრისგან, ბოლოს მემორჩილებოდა, რადგან წინააღმდეგობის გაწევის თავი აღარ ჰქონდა. ადრე რომ მიმეყვნა…

ექიმმა მითხრა, ნუ იდანაშაულებ თავს, რადგან ისეთი რაღაც სჭირდა, მაინც ვერ გავუმკლავდებოდითო.

ხელებს რომ ვეღარ ხმარობდა, ყველა ვუვლიდით – მე, ჩემი შვილები. გვეუბნებოდა პატარას არ დაუძახოთო.

არ უნდოდა პატარას ასეთი უსუსური ენახა. უფროსებთან ერთად ვუვლიდი.

– სოციალურ ქსელში დაწერეთ, არ მომცეს უფლება, მომაკვდავ მეუღლეს დავმშვიდობებოდი და ჩავხუტებოდიო…

– ჩვენი მეორე შვილი გერმანიაში სწავლობს სამედიცინოზე, იქ რომ უთხრა ექიმებს, არ გვანახაბენო, გაგიჟდნენ, რა ქვეყანაში ცხოვრობთ, როგორ შეიძლება ოჯახის წევრმა მომაკვდავი არ ნახოსო. არც ერთხელ მომცეს უფლება, რომ მენახა და დავლაპარაკებოდი. ეს საშინელებაა!

საავადმყოფოში დაემართა სეფსისი. მაღალი სიცხე ჰქონდა. სეფსისი ისეთი რამაა, წამებში ვითარდება. ჩემმა ბიჭმა გადაამოწმა გერმანიაში პროფესორებთან და უთხრეს რომ აქაური ექიმები აბსოლიტურად სწორად  მოქმედებდნენ.

“მედიქლაბიდან” როცა გამოწერეს, ფეხზე ვერ დგებოდა, მაშველები გამოვიძახეთ, რომ სახლში ამოგვეყვანა ოპერაციის შემდეგ. ბოლოს ალადაშვილის კლინიკაში იწვა.

არც თვითონ ფიქრობდა, რომ ეს ბოლო იყო და არც მე დამიშვია თუნდაც ერთი წამით, რომ ვეღარ ვნახავდი

Tags: კობა დავითაშვილი
PRIMEAMBEBI.GE

PRIMEAMBEBI.GE

Related Posts

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია
სიახლეები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

by Prime Ambebi
May 28, 2024
სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას
სიახლეები

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

by Prime Ambebi
May 28, 2024
ლიბერთი ბანკის სერვისები, რომლის შესახებ აუცილებლად უნდა იცოდე
სიახლეები

ლიბერთი ბანკის სერვისები, რომლის შესახებ აუცილებლად უნდა იცოდე

by Prime Ambebi
March 30, 2023
ბინები ვაკის პარკთან: საცხოვრებელი კომპლექსების უპირატესობა
სიახლეები

ბინები ვაკის პარკთან: საცხოვრებელი კომპლექსების უპირატესობა

by Prime Ambebi
March 30, 2023
ბლენდერი და ჩაიდანი: სამზარეულოს ორი აუცილებელი მოწყობილობა
სიახლეები

ბლენდერი და ჩაიდანი: სამზარეულოს ორი აუცილებელი მოწყობილობა

by Prime Ambebi
March 30, 2023
Load More

რეკომენდირებული

კვლავ მექნება ოჯახი, მეყოლება შვილები… – გიორგი ვარდოსანიძე მეორე ცოლს დაშორდა

კვლავ მექნება ოჯახი, მეყოლება შვილები… – გიორგი ვარდოსანიძე მეორე ცოლს დაშორდა

October 15, 2021
რა ფოტო გამოუქვეყნა ია ფარულავას ყოფილმა ქმარმა სოციალურ ქსელში

რა ფოტო გამოუქვეყნა ია ფარულავას ყოფილმა ქმარმა სოციალურ ქსელში

January 6, 2022
ვიტანჯები უშენოდ! – ნანუკა გულუას ემოიცური პოსტი

ვიტანჯები უშენოდ! – ნანუკა გულუას ემოიცური პოსტი

November 26, 2021

არ გამოტოვოთ

No Content Available

გაფრთხილება

გამოქვეყნებული მასალების კოპირება ადმინისტრაციასთან შეუთანხმებლად დაუშვებელია

კატეგორიები

Lifestyle
ვიდეო
ინტერიერი
კვირის TOP 5
მსოფლიო
სიახლეები
სკანდალი
ტოპ სიახლე
ფოტოგალერეა
შოუბიზნესი
ჯანმრთელობა

12+

Powered By My Software © 2020 PRIMEAMBEBI.GE - All rights reserved

No Result
View All Result
  • სიახლეები
  • ტოპ ნიუსი
  • მსოფლიო
  • სკანდალი
  • Lifestyle
  • ჯანმრთელობა
  • შოუბიზნესი
  • კვირის TOP 5
  • ინტერიერი
  • ვიდეო
  • ფოტოგალერეა
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PRIMEAMBEBI.GE - All rights reserved