ბესო ზანგური “ინფორუსთავთან” ინტერვიუში იმ დღეს იხსენებს, როდესაც მისი ყოფილი ცოლი, ნინუცა მაყაშვილი სახლიდან წავიდა. ამბობს, რომ იმ დილით სახლიდან კოცნით გააცილა.
ბესო ზანგური: – ვემიჯნები ყველანაირ ძალადობას, ჩემი გენეტიკით, აღზრდით, ცხოვრებით, მუდამ ძალადობის წინააღმდეგი ვარ. ვგმობ ყველანირ ძალადობას, თუნდაც იმ ბულინგს, რაც ჩემს წინააღმდეგ ხდება. ხალხს არ აქვს მოსმენილი ჩემი მხარე. მე მყავს უსაყვარლესი მეუღლე და შვილები.
ამ შვილებში 2 გოგონაა და მე ვიქნები მუდამ პირველი, ვინც დაგმობს ძალადობას. ნოდარიკო ზანგურს არ ჰყავს არც მოძალადე მამა და არც მატყუარა დედიკო, მას ორივე ღირსეული მშობელი ჰყავს. სულ ესაა.
– რა მოხდა იმ კონკრეტულ ღამეს, რომელსაც იხსენებდა ნინუცა, რატომ წავიდა ის სახლიდან?
– დღემდე არ ვიცი, რატომ წავიდა. ალბათ, იმიტომ, რომ მუდამ ტყუილის ქვეშ მაცხოვრებდა… მე რეპეტიციაზე წავედი, ის – სახლიდან.
– მეუღლეზე ეჭვიანობდით?
– არ ვარ ეჭვიანი კაცი, ზომიერად კი ,მაგრამ ჩემი ოჯახი არაა ცემა-ტყეპის მომხრე.
– რა გახდა იმ ღამით კამათის მიზეზი?
– არა, არ გვიკამათია. გიხსნით, მეგონა სახლში და ყოფილა ბათუმში. დავიძინე, გავიღვიძე და წავედი რეპეტიციაზე, რომ მოვალ ვილაპარაკოთ-მეთქი, მოვედი და აღარ დამხვდა. მან იცოდა, რომ მე ტყუილს არ ვაპატიებდი და დამასწრო წასვლა, ვიდრე მე წავიდოდი.
– ანუ ამბობთ, რომ იმ ღამით, როცა დაბრუნდით გასტროლიდან, დაიძინეთ და დილით, როცა გაიღვიძეთ, წასული დაგხვდათ?
– არა, დილით კოცნით გამაცილა სახლიდან, ღმერთს ვფიცავარ.
– რას გულისხმობთ, როცა ამბობთ, რომ მოგატყუათ?
– გასტროლიდან ვრეკავდი და მეუბნებოდა, რომ სახლში იყო თვეების შვილთან ერთად. აეროპორტში მეგობარი შემხვდა და მითხრა, ზღვაზე ვნახეო, გავოცდი. ხომ გეუბნებით, ვუთხარი, რატომ მომატყუე ასეთი რამ, მოვალ და ვილაპარაკოთ-მეთქი. წავედი მე რეპეტიციაზე და ის წავიდა სახლში. ვიცი, რომ მძიმე ადამიანი ვარ, მაგრამ ცემა? დარტყმა? ეს არის ის, რაც არ არსებობს ბუნებაში.
– უბრალოდ სიტყვიერი კამათი იყო?
– არა, ვიმეორებ კოცნით გამაცილა, ძალით ხომ არ მეცა და მაკოცა. არ მჯერა, რომ ნინუცამ მისცა ეს ინტერვიუ.
– რაც სახლიდან წავიდა, მას შემდეგ კონტაქტი არ გქონიათ?
– არა და როგორ ფიქრობთ, ეს ყველაფერი გადაყლაპეს მაყაშვილებმა?
– თვითონ ნინუცა ეჭვიანობდა თქვენზე?
– არა, არ რის ეჭვიანი, ძალიან კარგი გოგოა და უკარგესი ადამიანი, ჰუმანური, კეთილი, ამ ყველაფერთან ერთად ლამაზი და ნიჭიერი, უნიჭიერესი მსახიობია! ის ჩემი საყვარელი შვილის, ნოდარიკოს დედაა.
შეგახსენებთ, “ფარულ კონვერტში”, მსახიობმა ნინუცა მაყაშვილმა ყოფილ ქმარს ძალადობაში დასდო ბრალი. მან თქვა, რომ ბესო ზანგური ორი წლის მანძილზე მას ფიზიკურად უსწორდებოდა.






