სახალხო არტისტი კახი კავსაძე სუნთქვის უკმარისობით საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს. როგორც ჩვენთვის ხდება ცნობილი, მსახიობი უკვე ერთი კვირაა კორონავირუსით დაინფიცირებულია. კახის ძმა, იმერი კავსაძე ამბობს, რომ დღეს არტისტი ტკივილებს უჩიოდა და უმჯობესი იყო მისი ჰოსპიტალიზაცია.
იმერი კავსაძე: – უკვე ერთი კვირაა ყველანი დაინფიცირებულები ვართ. რას გაიგებ – ვისგან. მე ყველაზე ჯანმრთელად ვგრძნობ თავს. კახი მყვირალა კაცია, ჯაჯღანებდა, ტკივილებს უჩიოდა და მისი კლინიკაში გადაყვანა გადავწყვიტეთ. უცებ რამე რომ დასჭირდეს, იქ ინება…







