ოპერის მომღერალი ანიტა რაჭველიშვილი ამჟამად იტალიაშია და ლა სკალისა და პარმის თეატრების სპექტაკლებში მღერის.
მეცო სოპრანო “ფეისბუქზე” პარმის თეატრის ფოტოებს აქვეყნებს, სადაც ჩანს, თუ როგორი აღჭურვილია თეატრის დარბაზი კოვიდისაგან დამცავი ფარებით.



ფოტოებს თან ერთვის თეატრის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაცია:
“ივნისიდან დღემდე ჩატარებულია 2 782 წარმოდგენა, დარბაზში ნამყოფია 347. 262 მაყურებელი, კოვიდის გადადების ერთადერთი შემთხვევით.
Agis Nazionale – იტალიის შოუ-წარმოდგენების გენერალური ასოციაცია აცხადებს, რომ თეატრები იტალიაში ყველაზე უსაფრთხო ლოკაციებია.
ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენი აუდიტორია, ჩვენგან, ყოველთვის უსაფრთხოდ წავიდეს სახლში.”






