კრისტინა არბაკაიტეს ვაჟი დაქორწინდა. მისი რჩეული ახალგაზრდა გოგონა მარია არის, რომელსაც არ უყვარს საჯაროდ გამოჩენა, თუმცა უამრავი გამომწერი ჰყავს. მის შესახებ ცნობილი მხოლოდ ის არის, რომ სწავლობს და საცხენოსნო სპორტით არის გატაცებული.
მარიამ სოციალურ ქსელში ფოტო გამოაქვეყნა, სადაც მას ხელზე დიდი ბრილიანტის თვლიანი ბეჭედი უკეთია. როგორც ამბობენ, მას შესანიშნავი ურთიერთობა აქვს კრისტინა არბაკაიტესთან და ალა პუგაჩოვასთან.

რაც შეეხება კრისტინას ვაჟს, დენი ბაისაროვს ის ოქსფორდში სწავლობდა, სადაც მაგისტრის ხარისხი მიიღო და რუსეთში დაბრუნდა.
დენის ბაისაროვის დაქორწინების შესახებ მის დედას და ბებიას ჯერჯერობით რეაგირება არ ჰქონიათ.


დენისი კრისტიბნა არბაკაიტეს შუათანა შვილია, რომელიც 1991 წელს დაიბადა.








