მსახიობი ნანა ფაჩუაშვილი 2 იანვარს 78 წლის გახდა. უკვე წლებია რუსთაველის თეატრის მსახიობს ახალი წლის პირველი რიცხვები უსიამოვნო შეგრძნებებს აღუძრავს. 1 იანვარს გარდაიცვალა ფაჩუაშვილის მეორე ქმარი, მსახიობი ტრისტან ყველაიძე.
1 იანვარს მსახიობის ვაჟის, თამაზ აფხაიძის დაბადების დღეა, რომლის გარდაცვალებიდან მალე ერთი წელი გავა…
2 იანვარს დაბადებული ნანა ფაჩუაშვილი ამბობს, რომ ბედობას დაბადებულს ასეთი ბედი დაჰყვა.
ტრაგიკული ბედის მსახიობი “პრაიმამბებთან” დაბადების დღის ამბებს იხსენებს.
ნანა ფაჩუაშვილი: – შვილიშვილები და შვილთაშვილები მყავდნენ სტუმრად. ახლა თვითონ მანებივრებენ თავიანთი ნახელავებით.
მეგობრები იყვნენ, გინდა არ გინდა, გაუფრთხილებლად მოვიდნენ. განსაცდელის ჟამი, პრაქტიკულად, მათ გადამატანინეს. “გადატანა” პირობითია, მაგრამ როგორც იყო.
ერთი კურიოზიც გვქონდა 2-ში. ნინელი ჭანკვეტაძე ლიფტში გაიჭედა და ისეთი პანიკა ატეხა, როცა შემოვიდა, მე ვუთხარი, ამ კორონის დროს, რას მოდიოდი რომ მოდიოდი-მეთქი. სანამ ხელოსანი მოვიდა, პანიკაში ჩავარდა. ასეთი სტრესიც გადავიტანეთ…













