პროდიუსერი ნოე სულაბერიძე საჯაროდ ხშირად ეხუმრება კოლეგას, „პრაიმშოუს“ წამყვანსა და მომღერალს ნინი ბადურაშვილს. ამჯერად ნოემ სოციალურ ქსელში „ინსტაგრამის“ „ფოლოვერს“ კითხვაზე, როგორ დაამარცხოს 19 წლის ასაკში უნდობლობა, ასე უპასუხა: „მაგას ნინი ბადურაშვილიც ვერ შვება 40 წლის ასაკში“. უცნობია, რა რეაქცია ჰქონდა ამაზე თავად ნინის, რადგან მან აღნიშნულ კომენტარს ყურადღება არ მიაქცია.







