ყოფილმა პრემიერმა პოლიტიკაში დარჩენის გადაწყვეტილება მედიასთან დაადასტურა -“არსად წასვლას არ ვაპირებო”. გიორგი გახარიას გულშემატკივრებმა მონატრებული კუმირის ფოტოები სოციალურ ქსელებში ისევ გამოფინეს.
შეფმზარეული მერიკო გუბელაძე, “ფეისბუქზე”, ფაქტს ეხმიანება და შემდეგ პოსტს აქვეყნებს.
მერიკო გუბელაძე: – მივხვდი, რატომ მოსწონთ გახარია: მაღალია, არ აქვს ღიპი, იხდენს პიჯაკს, თავზე აქვს თმა და საუბრისას არ ილანძღება. არაქართული ტიპის პოლიტიკოსის ვიზუალი აქვს, ერთი სიტყვით.







