Thursday, April 16, 2026
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი
No Result
View All Result
Primeambebi.ge
  • სიახლეები
  • TOP ნიუსი
  • მსოფლიო
  • სკანდალი
  • Lifestyle
    • ჯანმრთელობა
    • შოუბიზნესი
  • კვირის TOP 5
  • ინტერიერი
  • ფოტოგალერეა
  • ვიდეო
  • სიახლეები
  • TOP ნიუსი
  • მსოფლიო
  • სკანდალი
  • Lifestyle
    • ჯანმრთელობა
    • შოუბიზნესი
  • კვირის TOP 5
  • ინტერიერი
  • ფოტოგალერეა
  • ვიდეო
No Result
View All Result
Primeambebi.ge
No Result
View All Result

“მაკა ასათიანი ამბობდა, “კორონამ ერთი კარგი საქმე ის გააკეთა, მეგობრები შეგვკრიბაო” – ლევან ვასაძის რთველში დატრიალებული ამბები

თამარ გონგაძე by თამარ გონგაძე
October 19, 2020
in Lifestyle, მთავარი ამბავი..
0
“მაკა ასათიანი ამბობდა, “კორონამ ერთი კარგი საქმე ის გააკეთა, მეგობრები შეგვკრიბაო” – ლევან ვასაძის რთველში დატრიალებული ამბები
351
SHARES
2k
VIEWS
გაზიარება Facebook-ზე

ლევან ვასაძეს მუხრანში, თავის ვენახში რთველი ჰქონდა. ას ჰექტარზე გადაჭიმულ ზვარში ხალხმრავლობა იყო. ბომონდი, სასულიერო პირები, სპორტსმენები – ნარევმა საზოგადოებამ რთველი გახსნილად გამოაცხადა. რთველში იყვნენ ვასაძის სკოლის მოსწავლეებიც.

მასპინძელმა ცოლთან, ნინო დურგლიშვილთან ერთად სტუმრებს სასიამოვნო უიქენდი მოუწყო. სტუმრებს შორის იყვნენ მაკა ასათიანი, სოფო თავართქილაძე, მანჩო გიორგობიანი, აჩი არველაძე, მამა ანდრია ჯაღმაიძე, გოგა ჩანადირი…

ასევე იხილეთ

Victoria`s secret- ის მოდელი შვილისთვის ანუკი არეშიძის სამოსს ირჩევს

ილო ბეროშვილის ცოლი სამსახურის გარეშე დარჩა – რატომ დატოვა თეატრი და “მთავარი არხი” მსახიობმა

“15 წელი გრძელდებოდა დეპრესია” – თამთა ჭელიძე ჯაბა კილაძესთან დაშორების მიზეზებზე ალაპარაკდა

ბელა ჰადიდი ნიუ-იორკში, პალესტინის მხარდასაჭერ საპროტესტო აქციაზე დააფიქსირეს

“Prime ამბებს” ვასაძეების რთველზე ჟურნალისტი მანჩო გიორგობიანი უყვება.

მანჩო გიორგობიანი: – ისე მადლიანად ჰქონდა მოსხმული უზარმაზარი მტევნები, რომ ვუყურებდი, მეტირებოდა. ჩინური (საჩინო) ჯიშის ყურძენი აქვს. დავაგემოვნეთ. მწვადებიც შევწვით, ფელამუში მოიხარშა,

მაკა ასათიანი თავისი მესამე ვაჟით იყო ჩამოსული. ეს ბავშვი პირველად იყო ვენახში და ამხელა ტერიტორიაზე გადაჭიმული ვაზი რომ დაინახა, აღფრთოვანდა.

 

მაკა ამბობდა, “კორონამ ერთი კარგი ამბავი ის გააკეთა, რომ დიდი ხნის უნახავი ბავშვობის მეგობრები საქართველოში შეგვკრიბაო”. პანდემიის გამო შემორჩა საქართველოში და ვერ ბრუნდება შვეიცარიაში. აქ ყოფნით ძალიან ბედნიერია.

ჩვენ – ასათიანები, თავართქილაძეები, არველაძეები, ვასაძეები, ყველანი ბავშვობიდან მოვდივართ.

აჩი თავის ცოლთან, თინა კობალაძესთან ერთად იყო. ყველას შეყვარებულობის პერიოდი და დაქორწინება მახსოვს.

ბავშვობის მეგობრები ასჯერ უფრო გამიტკბილდნენ, უფრო მეძვირფასებიან.

ლევანი თამადა იყო. საქართველოს და მუხრანის სადღეგრძელოს თქმისას, გოგლა ლეონიძის “ყორღანებიდან გნოლი აფრინდა” წაიკითხა.

 

საპატრიარქოდან გუნდის წევრები იყვნენ, საოცრად მღეროდნენ, თვითონ ლევანიც მღეროდა.

ჭეშმარიტი ტრადიციული სუფრა გვქონდა. ძალიან ვისიამოვნეთ. ამ ულამაზეს ადგილას ძალიან ბედნიერები ვიყავით.

დედაჩემი ტელევიზიის ოქროს ფონდისთვის მასალებს რომ იღებდა, მასთან ერთად საქართველოს მოვლის ბედნიერება ბავშვობიდან მქონდა. მაგრამ ჩვენი ლამაზი ქვეყნის დათვალიერებისას მაინც გული მიჩუყდება ხოლმე. მშვიდად და უემოციოდ ვერც ქართულ ხალხურ სიმღერებს ვუსმენ…

 

ნინომ, ლევანის ცოლმა, სათლებით ზიდა დაკრეფილი ყურძენი. სამზარეულოსაც ხელმძღვანელობდა, ვენახშიც პირველი იყო.  საოცრად ენერგიული ქალბატონია. საჯარო ყურადღება არ უყვარს და ტელევიზიით არ ჩნდება. მე მინდა გამოჩნდეს. ყველაფერს ასწრებს, ამდენი შვილის მოვლას, რესტორნის ხელმძღვანელობას, ახლა შამპანურის ქარხნის დირექტორობას… ვაჟკაცურად უდგას ლევანს გვერდით. მრავალშვილიანობის ინიციატორიც თავად ნინო გახლდათ. მოკლედ, ოჯახის ბურჯია.

თამარ გონგაძე

თამარ გონგაძე

Related Posts

Victoria`s secret- ის მოდელი შვილისთვის ანუკი არეშიძის სამოსს ირჩევს
Lifestyle

Victoria`s secret- ის მოდელი შვილისთვის ანუკი არეშიძის სამოსს ირჩევს

by Prime Ambebi
December 30, 2021
ილო ბეროშვილის ცოლი სამსახურის გარეშე დარჩა – რატომ დატოვა თეატრი და “მთავარი არხი” მსახიობმა
მთავარი ამბავი..

ილო ბეროშვილის ცოლი სამსახურის გარეშე დარჩა – რატომ დატოვა თეატრი და “მთავარი არხი” მსახიობმა

by PRIMEAMBEBI.GE
May 20, 2021
“15 წელი გრძელდებოდა დეპრესია” – თამთა ჭელიძე ჯაბა კილაძესთან დაშორების მიზეზებზე ალაპარაკდა
Lifestyle

“15 წელი გრძელდებოდა დეპრესია” – თამთა ჭელიძე ჯაბა კილაძესთან დაშორების მიზეზებზე ალაპარაკდა

by PRIMEAMBEBI.GE
May 19, 2021
ბელა ჰადიდი ნიუ-იორკში, პალესტინის მხარდასაჭერ საპროტესტო აქციაზე დააფიქსირეს
მთავარი ამბავი..

ბელა ჰადიდი ნიუ-იორკში, პალესტინის მხარდასაჭერ საპროტესტო აქციაზე დააფიქსირეს

by PRIMEAMBEBI.GE
May 17, 2021
“ბოლომდე არ გადაუხდიათ, გააპროტესტეს და წავიდნენ” – ბიზნესმენი ბენო ქაშაკაშვილი პოზნერის ვახშამს იხსენებს
ვიდეო

“ბოლომდე არ გადაუხდიათ, გააპროტესტეს და წავიდნენ” – ბიზნესმენი ბენო ქაშაკაშვილი პოზნერის ვახშამს იხსენებს

by PRIMEAMBEBI.GE
May 12, 2021
Load More

რეკომენდირებული

No Content Available

არ გამოტოვოთ

No Content Available

გაფრთხილება

გამოქვეყნებული მასალების კოპირება ადმინისტრაციასთან შეუთანხმებლად დაუშვებელია

კატეგორიები

Lifestyle
ვიდეო
ინტერიერი
კვირის TOP 5
მსოფლიო
სიახლეები
სკანდალი
ტოპ სიახლე
ფოტოგალერეა
შოუბიზნესი
ჯანმრთელობა

12+

Powered By My Software © 2020 PRIMEAMBEBI.GE - All rights reserved

No Result
View All Result
  • სიახლეები
  • ტოპ ნიუსი
  • მსოფლიო
  • სკანდალი
  • Lifestyle
  • ჯანმრთელობა
  • შოუბიზნესი
  • კვირის TOP 5
  • ინტერიერი
  • ვიდეო
  • ფოტოგალერეა
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PRIMEAMBEBI.GE - All rights reserved