მსოფლიოში აღიარებული ოპერის ვარსკვლავი ნინო სურგულაძე, სოციალურ ქსელში ბავშვობის ფოტოს აქვეყნებს.
“ეს სურათი მამას საყვარელი სურათია, მეც მიყვარს რაღაცნაირად” – წერს სურგულაძე ფოტოს აღწერაში.
ვარსკვლავის ბავშვობის ფოტოს დიდი გამოხმაურება რამდენიმე წუთში მოჰყვა. მისი თაყვანისმცემლები ნინო სურგულაძის სილამაზით აღფრთოვანებულები არიან.

ცნობილი საოპერო ვარსკვლავი პანდემიის დროს თბილისში დაბრუნდა, კარანტინის დროს მას ტყუპები შეეძინა და ახლა მხოლოდ შვილების აღზრდით არის დაკავებული.
უსაყვარლესი ნატალიას და ზაქარიას სურათებს ის სოციალური ქსელის პირად გვერდზე ხშირად აქვეყნებს.







