კრიმინალურმა პოლიციამ გია სურამელაშვილის პროდუსერი დააკავა. ჯიმი მაქაცარიას დაკავების კადრები შსს-მ დღეს დილით გაავრცელა.
უწყების ცნობით, დაკავებულმა პირებმა ამერიკაში წასვლის მსურველ მამაკაცს 17 ათასი დოლარის სანაცვლოდ ყალბი პასპორტი დაუმზადეს და წინასწარ 8500 დოლარი გადაარიცხინეს.
დანაშაული 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
შსს-მ ფარული ჩანაწერიც გაავრცელა, სადაც ჩანს, რომ თაღლითობის ბრალდებით დაკავებული პროდუსერი საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც ყალბი პასპორტი დაუმზადა, მეტი დამაჯერებლობისთვის ნოე სულაბერიძის და გია ჯაჯანიძის სახელებს უხსენებს.
ინფორმაციის გადასამოწმებლად “პრაიმამბები” მაქაცარიას მეგობრებს დაუკავშირდა, ისინი დაკავების ფაქტს ადასტურებენ და მომხდარით გაოგნებულები არიან.







