გუშინ ამერიკის საპრეზიდენტო კანდიდატების დონალდ ტრამპის და ჯო ბაიდენის დებატები გაიმართა. ისინი დებატებზე მეუღლეებთან ერთად მივიდნენ.
მელანია ტრამპი კორონავირუსით დაინფიცირების შემდეგ, საზოგადოებაში პირველად სწორედ გუშინ გამოჩნდა. მას Christian Dior-ის შავი კაბა და Christian Louboutin-ის ფეხსაცმელი ეცვა.

წყვილი თეთრი სახლიდან კარგ განწყობაზე გამოვიდა, თუმცა დებატებზე მელანიას უკმაყოფილო სახე ჰქონდა. უფრო მეტიც მაშინ როცა ჯო ბაიდენი მეუღლესთან გრძნობებს გამოხატავდა, მელანია ტრამპმა ქმარს ხელი გააშვებინა.

ეს ფაქტი კი მაყურებელს შეუმჩნეველი არ დარჩა და სოციალურ ქსელში წერენ, რომ მათი სიყვარული უბრალოდ მოჩვენებითია.







