მექსიკაში 30 წლის ინსტაგრამ ვარსკვლავის გარდაცვალებას გლოვობენ.
ჯოსელინ კანომ ყველა ოცნება აისრულა, არაერთი ჟურნალის გარეკანზე მოხვდა და კლიპშიც გადაიღეს, თუმცა მისი სიცოცხლე პლასტიკურმა ქირურგიამ შეიწირა.
გოგონამ დუნდულების ოპერაცია წარსულშიც გაიკეთა, თუმცა შედეგით კმაყოფილი არ იყო, ამიტომ ოპერაციის გასაკეთებლად კოლუმბიაში გაემგზავრა, თუმცა ოპერაციის შემდეგ დაიღუპა.
პლასტიკური ქირურგების თქმით, ასეთი შემთხვევა 3000 ადამიანიდან ერთს ემართება.

მექსიკელი კიმ კარდაშიანის გარდაცვალების შესახებ სოციალურ ქსელში მისმა მეგობარმა ლირა მერსელმა დაწერა.







