ამ წუთებში ქალაქ ზუგდიდში მერიის წინ მდებარე საქართველოს ბანკში სპეცოპერაცია მიმდინარეობს. მძარცველებს მძევლები ჰყავთ აყვანილი. ბანკის თანამშრომლები სახურავზე არიან.
მუსიკოსი სტეფანე მღებრიშვილი ფაქტრ “ფეისბუქზე” ასე ეხმიანება.
სტეფანე: – პირდაპირ ეთერში გადაიცემა : ბანკს ძარცვავენ ზუგდიდში, ყავთ მძევლები, პოლიციას შენობა ალყაში ყავს. პირდაპირ ეთერში გადაიცემა დეტალურად ყველაფერი.
მათ შორის გავიგე, რომ აპარული იყვნენ ზოგი თანამშრომელი სახურავზე.
მილიონი ფილმი არსებობს, სადაც მძევლები იმიტომ გაწირეს, რომ პირდაპირ ეთერში ხედავდნენ პოლიცია რას მოქმედებს. ტელევიზია გამხდარა ბევრჯერ მიზეზი ცუდი შედეგის. იმიტომ რომ დეტალურად გადასცემენ პოლიციის ყველა ნაბიჯს.
იქნებ ფილმები მაინც იყოს თქვენთვის შთაგონება და არ გადასცეთ ჯერ დეტალურად, სანამ დამთავრდება ყველაფერი.
მალე უსაფრთხოდ დამთავრებას ვუსურვებ ამ ოპერაციას!








