მსახიობი და ტელესახე, აჩიკო სოლოღაშვილი და საინფორმაციოს წამყვანი, ნუცა ქავთარაძე მშობლები გახდნენ. წყვილს დღეს ვაჟი – ალექსანდრე შეეძინა.
ათწლიანი ლოდინის შემდეგ პატარამ უსაზღვრო სიხარული მიანიჭა მშობლებს. მამა შვილის დაბადებას დაესწრო და ვაჟი პირველმა ჩაიხუტა…
მსახიობი “პრაიმტაიმს” ემოციებს უზიარებს…
აჩიკო სოლოღაშვილი: – კარგი ბიჭია, საყვარელი. საკეისრო კვეთით დაიბადა. მე დავესწარი მშობიარობას. მარტო ხომ არ დავტოვებდი ნუცას? ასე მქონდა გადაწყვეტილი. შევედი და ჩავიხუტე ჩემი ბიჭი.
გულზე დამაწვინეს. სრულიად უცხო და განსხვავებული შეგრძნებაა, მხოლოდ მშობლები გაიგებენ ამას. ჯერ კიდევ ბოლომდე ვერ ვხვდები, რა არის, აწი იწყება სხვანაირად ფერადი ცხოვრება. უზარმაზარი პასუხისმგებლობის შეგრძნებაა, პირველ რიგში.
ჩემთვის კოპიო ნუცაა. თითებით მგავს. გამიხარდა თითები რომ ჩემი აქვს.







