პანდემიამ ფინანსური პრობლემები ნებისმიერი სფეროს წარმომადგენლებს შეუქმნა, ხალხს საბანკო პროცენტების გადახდა უჭირს, რის გამოც ბევრი იძულებულია ქონება გაყიდოს და კრედიტი ასე გადაიხადოს.
პანდემიის დროს გადაწყვიტა საკუთარი სახლი გაყიდოს, ცნობილმა მომღერალმა ცისანა სეფიაშვილმა. განცხადება მან, სოციალური ქსელის პირად გვერდზე გამოაქვეყნა, რომელსაც თან დაურთო ფოტოები.
სახლის საერთო ფართი 200 კვადრატულ მეტრს შეადგენს, მას აქვს 4 საძინებელი და 2 სველი წერტილი.
გახდა თუ არა ცისანა სეფიაშვილი იძულებული, ბინა ბანკის კრედიტის ან სხვა ფინანსური პრობლემების გამო გაეყიდა, ამის გასარკვევად “პრაიმამბები” მომღერალს დაუკავშირდა.
– ნამდვილად ვყიდი წყნეთში სახლს, თუმცა ფასზე და დეტალებზე ინტერვიუში ვერ ვისაუბრებ. ეს არ არის აგარაკი, ეს არის ჩემი მუდმივი საცხოვრებელი, სადაც მე ვცხოვრობ.
– ჩვენთვის ცნობილია, რომ ისევე როგორც ბევრი ადამიანი, თქვენც ბანკის კრედიტის გამო ყიდით სახლს, მართალია?
– ზოგადად ქვეყანაში, რომ ცუდი მდგომარეობაა ყველამ ვიცით და ვინ რის გამო ყიდის… ღმერთმა ყველას ხელი მოუმართოს.
ყველას საკუთარი პრობლემა აქვს, ამიტომ დეტალებზე საუბარი არ მინდა. ყველას ჯანმრთელობას და კარგად ყოფნას ვუსურვებ.
ჩემი სურვილი იქნება, სახელმწიფოს ჩარევით, გადაიხედოს იპოთეკური თუ სხვა სესხები. ან შეუჩერდეს ან შეუმცირდეს ხალხს ამ ეტაპზე მისი გადახდა.
მსოფლიო კრიზისია, ჩვენთან მითუმეტეს, ძალიან კარგი იქნება ბანკებმა და მთავრობამ იზრუნოს მოქალაქეებზე, ოღონდ ისე არა, როგორც წინა ლოკდაუნის დროს. როცა ბოლოს დიდი პროცენტები დაგვხვდა გადასახდელი.









