გერმანული ნაგაზი, მეფური სახელით გიუნთერ VI, მაიამიში სახლს ფლობს, რომელიც ოდესღაც მადონასაც ეკუთვნოდა. კერძო ბინა, რომელშიც ცხრა საძინებელი და რვანახევარი სააბაზანოა, გიუნთერს მემკვიდრეობით ებოძა გერმანელი გრაფინია კარლოტა ლაიბენშტაინისგან, რომელიც 1992 წელს გარდაიცვალა. გრაფინია კარლოტანმ მთელი თავისი $80-მილიონიანი ქონება საყვარელ ძაღლს, გიუნთერ III-ს დაუტოვა, რომელიც გიუნთერ VI-ის დიდი ბაბუაა.
ადამიანებმა, რომლებიც ძაღლის ქონებას განკარგავენ, გიუნთერის ფულის დაბანდება მთელ მსოფლიოში ვილებსა და სახლებში გადაწყვიტეს. როცა მაიამიში მდებარე სახლის გაყიდვაზე მიდგა საქმე, გიუნთერმა მინდობილობა უძრავი ქონების აგენტ რუთი ასულინს მიანიჭა, რომელიც თავიდან ვერაფრით იჯერებდა, როცა უთხრეს, ძაღლის ქონებას ვყიდითო.
“გიუნთერთან პირველი შეხვედრისას იგი ჩემკენ გამოექანა და გულუხვად ამლოკა, მგონი, ასე მოვრიგდით” – ამბობს რუთი
მაიამის სახლს გიუნთერი აქამდეც იშვიათად სტუმრობდა — ის უმეტესად იტალიაში ცხოვრობს. ამის მიუხედავად, უზარმაზარ ბინაში დროის გატარება მაინც მოსწონდა, განსაკუთრებით კი, მადონას ყოფილ საძინებელში ამჯობინებდა ნებივრობას.






