Friday, May 15, 2026
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი
No Result
View All Result
Primeambebi.ge
  • სიახლეები
  • TOP ნიუსი
  • მსოფლიო
  • სკანდალი
  • Lifestyle
    • ჯანმრთელობა
    • შოუბიზნესი
  • კვირის TOP 5
  • ინტერიერი
  • ფოტოგალერეა
  • ვიდეო
  • სიახლეები
  • TOP ნიუსი
  • მსოფლიო
  • სკანდალი
  • Lifestyle
    • ჯანმრთელობა
    • შოუბიზნესი
  • კვირის TOP 5
  • ინტერიერი
  • ფოტოგალერეა
  • ვიდეო
No Result
View All Result
Primeambebi.ge
No Result
View All Result

“ნახეთ, როგორ უხდება სალომე ზურაბიშვილის “ლუქი” პომპეოს წითელ ჰალსტუხს!” – პრეზიდენტი ისევ დროშის ფერებშია

თამარ გონგაძე by თამარ გონგაძე
November 18, 2020
in მთავარი ამბავი, სიახლეები
0
“ნახეთ, როგორ უხდება სალომე ზურაბიშვილის “ლუქი” პომპეოს წითელ ჰალსტუხს!” – პრეზიდენტი ისევ დროშის ფერებშია
211
SHARES
1.2k
VIEWS
გაზიარება Facebook-ზე

საქართველოს პრეზიდენტი თავისი “ლუქით” არა ერთხელ მოექცა საზოგადოების ყურადღების ქვეშ. ხან პროტოკოლიდან ამოვარდნილი შავი წელწინდით, ხან ლამაზი და ვებერთელა ნემსიყლაპიის ბროშით, ხანაც ერთი და იგივე წითელი “ორეულით” საფრანგეთის და პოლონეთის პრედენტებთან შეხვედრებზე…

ინაუგურაციიდან მოყოლებული პრეზიდენტს ძირითადად ქართველი დიზაინერების სამოსი აცვია და მათ პოპულარიზაციას უწევს.

ასევე იხილეთ

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

ლიბერთი ბანკის სერვისები, რომლის შესახებ აუცილებლად უნდა იცოდე

ბინები ვაკის პარკთან: საცხოვრებელი კომპლექსების უპირატესობა

დღეს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს, მაიკ პომპეოს საქართველოს დროშის ფერებში დახვდა. უცნობია ზურაბიშვილის დღევანდელი “ლუქის” ავტორი, თუმცა ის პროტოკოლის გათვალისწინებით გამოიყურება.

მოდელმა თაკო ჩხეიძემ ცოტა ხნის წინ სადიზაინრო საქმეს მიჰყო ხელი. მშობლებმა სახელოსნო BloomsTbilisi-ი გადააბარეს და სამოსის წარმოებით არის დაკავებული.

სწორედ თაკოს რეკომენდაციით აღმოაჩინა პრეზიდენტმა დიზაინერი ქეთი ჩხიკვაძე, რომლის არაერთი კაბაც გაჩნდა მის გარდერობში. ქალბატონ სალომეს, როგორც მომხმარებელს, “პრაიმამბებთან” ჩხეიძე ასე  ახასიათებს.

თაკო ჩხეიძე: – ჩვენთან გაზაფხულზე შეიკერა ძალიან ლამაზი ლურჯი ორეული, რომელსაც რამდენჯერმე მოვკარი თვალი რომ ეცვა. ვიტყოდი, რომ ძალიან დახვეწილი გემოვნება აქვს.

No description available.

– თაკო, მსმენია, რომ ცოტა პრეტენზიული დამკვეთია. ასეა?

– დიდი ხანია ვიცნობ და ვიცი, მისი ჩაცმის სტილი. კარგად ერკვევა რა უხდება. ზუსტად იცის, რა უნდა. აზრსაც ითვალისწინებს და გისმენს. უყვარს აქსესუარები. სტატუსიდან გამომდინარე საქმიანი სტილი აქვს.

– დღევანდელ “ლუქზე” გვითხარი შეფასება.

– ნახეთ, სალომე ზურაბიშვილის “ლუქი” პომპეოს წითელ ჰალსტუხს როგორ უხდება! პროტოკოლით არის ჩაცმული, პირბადესაც უხდება. ვიტყოდი, რომ დღევანდელი “ლუქი” დახვეწილი და ელეგანტურია. დროშის ფერებშია. მშვენივრად ვაფასებ.

სახელმწიფო მდივანი პრეზიდენტ ზურაბიშვილს შეხვდა | აშშ-ის საელჩო საქართველო

ინაუგურაციაზე ქალბატონი სალომე საფრანგეთში მოღვაწე ჯაბა დიასამიძემ ასევე დროშის ფერებში გამოაწყო. დიზაინერი ზუ­რა­ბიშ­ვი­ლს გე­მოვ­ნე­ბი­ა­ნიან და სა­სი­ა­მოვ­ნო საკომუნიკაციო პიროვნებად ახასიათებს.

“პრე­ტენ­ზი­უ­ლი არ არის და ჩვე­ნი აზ­რე­ბი ყო­ველ­თვის ემ­თხვე­ვა ერ­თმა­ნეთს. ინაუგურაციაზე ჩემს მიერ შექმნილ პიჯაკს სიმ­ბო­ლუ­რი დატ­ვირ­თვა ჰქონდა. მე­ა­მა­ყე­ბა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს პირ­ვე­ლი ქალი პრე­ზი­დენ­ტის­თვის საინაუგურაციოდ მე შევქმენი სამოსი” – ამბობს ჯაბა დიასამიძე. 

სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია (ფოტოკოლაჟი) – Metronome.Ge

წითელი პიჯაკი და ქვედაბოლო, რომლითაც სალომე ზურაბიშვილი პოლონეთის პრეზიდენტთან ვიზიტისას წარსდგა, რამდენიმე თვის წინ, ასევე საფრანგეთის პრეზიდენტთან შეხვედრისას ემოსა.

სალომე ზურაბიშვილის წითელი სამოსი ოფიციალურ მიღებაზე, რომელიც ერთხელ უკვე ეცვა

სალომე ზურაბიშვილი ნიუ იორკში აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და პირველი ლედის, მელანია ტრამპის სახელით გამართულ დიპლომატიური მიღებას რომ დაესწრო, ფოტო Twitter-ზე მაშინვე ატვირთა.

სალომე ზურაბიშვილს დონალდ ტრამპთან შეხვედრისას დგომა და ჩაცმულობა დაუწუნეს

კაბის და პალტოს სიგრძე და შავი წელწინდის შეხამება სთაილინგის შემქმნელებმა და მოდის კრიტიკოსებმა შეცდომად ჩაუთვალეს. გარდა ამისა, მან თავისი დგომის მანერითაც საკბილო მისცა კრიტიკის მოყვარულთ.

“ქალ­ბა­ტონ სა­ლო­მეს დო­ნალდ ტრამ­პთან ოფი­ცი­ა­ლურ მი­ღე­ბა­ზე ჩემს მიერ შე­კე­რი­ლი წი­თე­ლი მო­საც­მე­ლი ეცვა” – დაადასტურა დიზაინერმა ქეთი ჩხიკვაძემ.

ქეთის ყვავილებიანი კაბა ეცვა პრეზიდენტს ყაზბეგში ვაჟის ქორწილშიც.

რომელი ქართველი დიზაინერი ჩააცმევს სალომე ზურაბიშვილს ინაუგურაციაზე - "17 წლის ვიყავი, როდესაც მას პირველად შევუკერე კაბა..." - mshoblebi

დიზაინერი მიესალმება პრეზიდენტის მისწრაფებას, რომ ის არჩევანს ქართველი დიზაინერების სამოსზე აკეთებს.

შარშან ივნისში, პრეზიდენტი, ინგა გრიგოლიას გადაცემაში ულამაზესი ბროშით გამოჩნდა.

“ზოგადად „ALAN“ არის ქართული ხელნაკეთი აქსესუარების ბრენდი. ყველა ბროშს ლალი ალანი (აფხაზი, სოხუმიდან) ამზადებს. ქალბატონ სალომეს ჩვენ გავუგზავნეთ ეს ბროში საჩუქრად და ძალიან გაგვიხარდა, როდესაც სრულიად მოულოდნელად ვიხილეთ, ინგა გრიგოლიასთან, საკუთარ დაბადების დღეზე სტუმრობისას რომ ეკეთა ჩვენი ნემსიყლაპია. ის ძალიან გემოვნებიანი ადამიანია“, – განაცხადა კომპანიის წარმომადგენელმა.

აი, რა შეფასება გააკეთა “პრაიმტაიმთან” დიზაინერმა ავთანდილ ცქვიტინიძემ იმ დროს.

ავთანდილ ცქვიტინიძე: – ძალიან ლამაზად გამოიყურებოდა პრეზიდენტი. ბლუზონი და ბროში თვალების ფერზე აქცენტს უკეთებდა და იდეალური შეხამებით ემოსა. პოლიტიკა შაბლონურ ნაცრისფერ პიჯაკებთან ასოცირდება. მისი ეს ბროში უფრო ფეშენისკენ არის გადახრილი, თუმცაღა უხდება. და როცა უხდება, რატომაც, არა? პოლიტიკოსმა ქალმა თავისი სოლიდურობით ქალურობა არ უნდა დაკარგოს. ჩემთვის, როგორც დიზაინერისთვის, ქალბატონ სალომეს, ლუქი, იდეალურად ჰარმონიულად აქვს აწყობილი.

ვინ აჩუქა სალომე ზურაბიშვილს ფირუზისფერი ნემსიყლაპია, რომელმაც მთელი საქართველო აალაპარაკა?

“დღეს მოდა იმდენად თავისუფალია, არანაირი შეზღუდვა აღარ არსებობს. მთავარია გამართულად ატარო. სალომე ზურაბიშვილი ლამაზი ქალბატონია. ჩაცმულობაც დახვეწილი და ფრანგული აქვს” – გვითხრა თამუნა ინგოროყვამ.

შარშან მარტში, სომხეთის პრეზიდენტთან დასახვედრად პრეზიდენტი ეკა ბალანჩივაძის ჩიტებიანი, ბეჟი ფერის პალტოთი მივიდა.

როგორც ეკა “პრაიმამბებთან” ყვება, იმ დროს თავად მაღაზიაში არ იმყოფებოდა და როგორც უთხრეს, ქალბატონი სალომე, საშოფინგოდ, სპორტულ ფორმაში მისულა.

ეკა ბალანჩივაძე: – მე იმ დროს შოურუმში არც ვყოფილვარ. კონსულტანტებმა მითხრეს, რომ სპორტულ ფორმაში მოვიდა, გვითხრა, კუსტბიდან მოვდივარო. თავისი გემოვნებით აურჩევია ეს პალტო და შეუძინია. კიდევ უთქვამს, რომ პატივს სცემს ქართველ დიზაინერებს და ცდილობს ხელი შეუწყოს მათ პოპულარიზაციას.

საგარეო საქმეთა მინისტრი რომ იყო, ძალიან მომწონდა მისი ჩაცმულობა. მგონი ერთადერთი იყო, რომელიც ძალიან კარგად ახამებდა ყველაფერს ერთმანეთთან. იყო ქილიკიც. მე მგონია, რომ ძალიან გემოვნებიანია.

რომელი ქართველი დიზაინერის პალტო შეარჩია სალომე ზურაბიშვილმა სომხეთის პრეზიდენტთან შესახვედრად

ქილიკზე “ბალენსიაგას” კაბების ახალი კოლექცია უნდა გავიხსენოთ, პრეზიდენტმა თავისი ფეისბუქის გვერდზე რომ გააზიარა და ფოტოს მიაწერა: “რომელი ჩავიცვა … სკანდალის გარეშე?” დემნა გვასალიამ პრეზიდენტს კაბა შეურჩია. იქვე დაუკომენტარა – “შეგირჩიეთ Salome Zourabichvili💋👗” , – წერს გვასალია.

ამბობს, რომ საყურეებს საფრანგეთში იძენს. როგორც კი ახალი კოლექცია გამოდის, ატყობინებენ და საყვარელ აქსესუარს მაშინვე იძენს. ზურაბიშვილის საყურეების კოლექცია დასათვალიერებლად ერთ სიამოვნებად კი ღირს.

სალომე ზურაბიშვილი და "უცნობი" - რა ფოტოს ავრცელებს პრეზიდენტობის კანდიდატი | Ambebi.GE

“21-ე საუკუნეში ვცხოვრობთ და თავისუფალი უნდა იყო, მაგრამ თანამდებობას და პროფესიას არ უნდა მიაყენო შეურაცხყოფა“, – სალომე ზურაბიშვილი.

როგორ გამოიყურება სალომე ზურაბიშვილი პარიზში, ევროპული მემკვიდრეობის დაჯილდოებაზე (ვიდეო)

თამარ გონგაძე

თამარ გონგაძე

Related Posts

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია
სიახლეები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

by Prime Ambebi
May 28, 2024
სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას
სიახლეები

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

by Prime Ambebi
May 28, 2024
ლიბერთი ბანკის სერვისები, რომლის შესახებ აუცილებლად უნდა იცოდე
სიახლეები

ლიბერთი ბანკის სერვისები, რომლის შესახებ აუცილებლად უნდა იცოდე

by Prime Ambebi
March 30, 2023
ბინები ვაკის პარკთან: საცხოვრებელი კომპლექსების უპირატესობა
სიახლეები

ბინები ვაკის პარკთან: საცხოვრებელი კომპლექსების უპირატესობა

by Prime Ambebi
March 30, 2023
ბლენდერი და ჩაიდანი: სამზარეულოს ორი აუცილებელი მოწყობილობა
სიახლეები

ბლენდერი და ჩაიდანი: სამზარეულოს ორი აუცილებელი მოწყობილობა

by Prime Ambebi
March 30, 2023
Load More

რეკომენდირებული

„მადლობა ჩემს ქმარს, გადამარჩინა“ – რა შეემთხვა ქეთა თოფურიას აეროპორტში

„მადლობა ჩემს ქმარს, გადამარჩინა“ – რა შეემთხვა ქეთა თოფურიას აეროპორტში

October 16, 2021
ნინო დარასელმა მისი სახლი „ჩემი ცოლის დაქალებში“ ამოიცნო – „კაკაჩიას მასწავლებლის სახლად გაუსაღებიათ“

ნინო დარასელმა მისი სახლი „ჩემი ცოლის დაქალებში“ ამოიცნო – „კაკაჩიას მასწავლებლის სახლად გაუსაღებიათ“

August 16, 2021

არ გამოტოვოთ

No Content Available

გაფრთხილება

გამოქვეყნებული მასალების კოპირება ადმინისტრაციასთან შეუთანხმებლად დაუშვებელია

კატეგორიები

Lifestyle
ვიდეო
ინტერიერი
კვირის TOP 5
მსოფლიო
სიახლეები
სკანდალი
ტოპ სიახლე
ფოტოგალერეა
შოუბიზნესი
ჯანმრთელობა

12+

Powered By My Software © 2020 PRIMEAMBEBI.GE - All rights reserved

No Result
View All Result
  • სიახლეები
  • ტოპ ნიუსი
  • მსოფლიო
  • სკანდალი
  • Lifestyle
  • ჯანმრთელობა
  • შოუბიზნესი
  • კვირის TOP 5
  • ინტერიერი
  • ვიდეო
  • ფოტოგალერეა
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PRIMEAMBEBI.GE - All rights reserved