Friday, April 17, 2026
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი
No Result
View All Result
Primeambebi.ge
  • სიახლეები
  • TOP ნიუსი
  • მსოფლიო
  • სკანდალი
  • Lifestyle
    • ჯანმრთელობა
    • შოუბიზნესი
  • კვირის TOP 5
  • ინტერიერი
  • ფოტოგალერეა
  • ვიდეო
  • სიახლეები
  • TOP ნიუსი
  • მსოფლიო
  • სკანდალი
  • Lifestyle
    • ჯანმრთელობა
    • შოუბიზნესი
  • კვირის TOP 5
  • ინტერიერი
  • ფოტოგალერეა
  • ვიდეო
No Result
View All Result
Primeambebi.ge
No Result
View All Result

ნანუკა გულუა ახალ შოუს წაიყვანს – რა ბედი ელის დოჩი ალიშბაიას?

თამარ გონგაძე by თამარ გონგაძე
April 2, 2021
in სიახლეები
0
ნანუკა გულუა ახალ შოუს წაიყვანს – რა ბედი ელის დოჩი ალიშბაიას?
1.1k
SHARES
5.9k
VIEWS
გაზიარება Facebook-ზე

“ფორმულა” ახალ გადაცემას იწყებს. დავით ლაბაძე, რომელსაც მაყურებელი “კაცების შოუთი” იცნობს, ამჯერად პროდიუსერის რანგში ცდის ბედს. კაცების შოუს მეიქერი, ახლა გადაცემა “ქალებზე” მუშაობს. ასე ერქმევა ახალ ტელეპროექტს, რომელსაც ოთხი წამყვანი ჰყავს – ნანუკა გულუა, სალომე შარვაძე, ალექსანდრა პაიჭაძე და თეონა ლეჟავა.

აქედან ორ წამყვანს ჩცდ-დან ვიცნობთ – ქეთი და დოჩი ახალ ამპლუაში ცდიან თავს.

ასევე იხილეთ

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

ლიბერთი ბანკის სერვისები, რომლის შესახებ აუცილებლად უნდა იცოდე

ბინები ვაკის პარკთან: საცხოვრებელი კომპლექსების უპირატესობა

პირველი გადაცემა 9 აპრილს, პარასკევს, 22 საათზე გადის ეთერში.

ნანუკა გულუა, რომელიც მაყურებელმა  დოჩი ალიშბაიას როლით შეიყვარა, “პრაიმამბებს”  უყვება, რომ “ქალები” სახალისო, ლაღი და განსატვირთი გადაცემა გამოდის.

ნანუკა გულუა: – არ გეგონოთ, რომ ეს მხოლოდ ქალების საყურებელი შოუ იქნება. ქალებზე მეტად მათი ქმრები იხალისებენ, კიდევ უფრო მეტად გაერთობიან შვილები, დედამთილები ხომ საერთოდ. რა თქმა უნდა, სტუმრები მხოლოდ ქალები არ გვეყოლებიან.

ვეხებით ყველა თემას, ჩვენეულად, სახალისოდ, მსუბუქად და ლაღად.

– ნანუკა, როგორ გგონიათ, რატომ დაგინახეს ამ გადაცემის წამყვანის ამპლუაში?

– ყველაზე კომფორტულად ვგრძნობ თავს ტელევიზიაში. დღეს სიყალბე, დაყენებული მანერა და ნასწავლი ტექსტი აღარ იყიდება. მგონია, რომ დღეს ისე, როგორც არასდროს, ადამიანები გრძნობენ ნამდვილად როგორ ფიქრობ, ნამდვილად როგორ იცინი და ყვები. ზუსტად ვიცი, რომ ამ გადაცემით ყველა ისიამოვნებს. ადამიანების გახალისება და მოვლენების სასაცილოდ მოყოლა, ჩემი საყვარელი საქმეა და თუ ამას პროფესიად ვაქცევ, ეს უკვე ძალიან მახარებს.

ამ გადაცემით მე გამიცნობს მაყურებელი. მათ ხომ არ იციან, რას ვფიქრობ მე ქალზე, კაცზე, ჩემი კომპლექსები რა არის, სახალისო ისტორიები… გახსნილად მოვყვები ჩემს შესახებ, უახლეს მოვლენებზე გავაკეთებ ანალიზს.

– პოპულარობამ როგორი გაგხადათ?

– მე იმ იშვიათ ადამიანთა სიაში ვარ, ვინც ძალიან უყვართ და ვისაც არ ტკენენ. მე ჩემს თავზე უარყოფითი გამოხმაურება არსად წამიკითხავს.

 

May be an image of 1 ადამიანი და standing

– ეს დოჩის დამსახურებაა?

– ალბათ. მიუხედავად იმისა, რომ ბობოქარი ქალია, მაინც სასაცილოა. ეს სიყვარულიც მისი დამსახურებაა. გამიმართლა. დოჩიც უყვართ და როგორც ჩანს, ნანუკაც. ჩემს ინტერვიუებსაც სიყვარულით ეხმიანებიან.

– მოგწონს ახალი გამოწვევა?

– მომწონს. საერთოდ, ძალიან თავდაჯერებული არ ვარ. შეიძლება მტკიცე და თავდაჯერებული ვჩანვარ, მაგრამ ასე არ არის. სულ ვამოწმებ, ის, რაც მე მგონია, რომ კარგია, არის თუ არა რეალურად ასე. მერე როცა შეფასებით ფიდბექს ვიღებ, ვრწმუნდები, რომ სწორ გზას ვადგავარ და მიხარია.

ხუთი-ექვსი თვეა ვემზადებით ამ გადაცემისთვის. ჩვენ რომ არ დავმეგობრებულიყავით, ვერ შევძლებდით მის წაყვანას. მე და სალომე შარვაძე წლების მეგობრები ვართ. ისე მეკომფორტულება, მინდა, რომ ყველგან გვერდით მყავდეს. ეს გოგო მაბედნიერებს. თეონა და ალექსანდრა ჩვენი განუყოფელი ნაწილი გახდა. დანარჩენი გადაცემაში ნახეთ.

May be an image of 1 ადამიანი, hair, standing და outerwear

– თქვენი ცხოვრების “ტონი” ისევ არ ჩანს?

– ჩემი ცხოვრებვის ტონი რომ გამოჩნდება, მე მას ისეთ დღეში ჩავაგდებ, სად იყო ამდენი ხანი, სად დაბოდიალობდა, სად? მოილევს ყველაფერს და მოვა მერე…

საერთოდ ყველაფერი ისეა, მე როგორც ჩავიფიქრებ და ვიშრომებ. არაფერი მეჩქარება.

– დოჩის უმატებთ ახალ პლასტს?

– დოჩის ისეთი სიახლე ემატება სერიალში, თქვენ ჯვარი გწერიათ! (იცინის) სახეცვლილი იქნება თუ კიდევ ერთ უნარაღმოჩენილი, ხვალიდან ნახავთ.

დოჩის სცენარი ყოველთვის სახალისოა. თავიდან ზეპირად ვსწავლობდი მთელ ტექსტს და არ ვუხვევდი არც ერთ სიტყვას. ტელეფონის ნომერსაც ზუსტად ვამბობდი. მერე ქეთიმ დაიწყო ფრჩხილებში დაწერა, ეს თქვას მეგრულად, როგორც მეგრელი ქალი იტყოდაო. მივხვდი, რომ მან მომცა საშუალება, რომ ჩემი ინტერპრეტაციით მეთქვა და ფრთებიც გავშალე. მეგრული სიტყვები, რასაც დოჩი ისვრის, ჩემი ინტერპრეტაციაა.

May be an image of 3 ადამიანი და people smiling

– რაში გეხმარებათ მეგრელობა?

– (იცინის) ყველა წამყვან პოზიციაზე მეგრელია, სადაც შედიხარ გასაუბრებაზე. HR რომ მეგრელი დაგვხდება, მერე თავი ქუდში გაქვს. ერთმანეთის გატანა რომ ვიცით მეგრელებმა, ეს საიდუმლო არავისთვის არ არის. მეგრელი მეგრელს კარგი თვალით უყურებს და ათი ნაბიჯით წინ ხარ (იცინის).

ყველაფრის ლამაზად თქმა ვიცი. რაც არ უნდა მტკივნეული რამ მქონდეს ადამიანისთვის სათქმელი, მოვძებნი გზას, რომ უმტკივნეულოდ მივაწოდო ინფორმაცია. სხარტი ვარ, მალე მაფიქრდება ყველაფერი. სისხარტე კი ყველაფერში მეხმარება.

 

 

 

თამარ გონგაძე

თამარ გონგაძე

Related Posts

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია
სიახლეები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

by Prime Ambebi
May 28, 2024
სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას
სიახლეები

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

by Prime Ambebi
May 28, 2024
ლიბერთი ბანკის სერვისები, რომლის შესახებ აუცილებლად უნდა იცოდე
სიახლეები

ლიბერთი ბანკის სერვისები, რომლის შესახებ აუცილებლად უნდა იცოდე

by Prime Ambebi
March 30, 2023
ბინები ვაკის პარკთან: საცხოვრებელი კომპლექსების უპირატესობა
სიახლეები

ბინები ვაკის პარკთან: საცხოვრებელი კომპლექსების უპირატესობა

by Prime Ambebi
March 30, 2023
ბლენდერი და ჩაიდანი: სამზარეულოს ორი აუცილებელი მოწყობილობა
სიახლეები

ბლენდერი და ჩაიდანი: სამზარეულოს ორი აუცილებელი მოწყობილობა

by Prime Ambebi
March 30, 2023
Load More

რეკომენდირებული

No Content Available

არ გამოტოვოთ

No Content Available

გაფრთხილება

გამოქვეყნებული მასალების კოპირება ადმინისტრაციასთან შეუთანხმებლად დაუშვებელია

კატეგორიები

Lifestyle
ვიდეო
ინტერიერი
კვირის TOP 5
მსოფლიო
სიახლეები
სკანდალი
ტოპ სიახლე
ფოტოგალერეა
შოუბიზნესი
ჯანმრთელობა

12+

Powered By My Software © 2020 PRIMEAMBEBI.GE - All rights reserved

No Result
View All Result
  • სიახლეები
  • ტოპ ნიუსი
  • მსოფლიო
  • სკანდალი
  • Lifestyle
  • ჯანმრთელობა
  • შოუბიზნესი
  • კვირის TOP 5
  • ინტერიერი
  • ვიდეო
  • ფოტოგალერეა
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PRIMEAMBEBI.GE - All rights reserved