Monday, May 18, 2026
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი
No Result
View All Result
Primeambebi.ge
  • სიახლეები
  • TOP ნიუსი
  • მსოფლიო
  • სკანდალი
  • Lifestyle
    • ჯანმრთელობა
    • შოუბიზნესი
  • კვირის TOP 5
  • ინტერიერი
  • ფოტოგალერეა
  • ვიდეო
  • სიახლეები
  • TOP ნიუსი
  • მსოფლიო
  • სკანდალი
  • Lifestyle
    • ჯანმრთელობა
    • შოუბიზნესი
  • კვირის TOP 5
  • ინტერიერი
  • ფოტოგალერეა
  • ვიდეო
No Result
View All Result
Primeambebi.ge
No Result
View All Result

ნიკა არაბიძე და კომედი ჯგუფის ნაწილი რუსთავი 2-ს ტოვებს – რა გეგმები აქვთ მათ?

თამარ ბოჭორიშვილი by თამარ ბოჭორიშვილი
December 29, 2020
in მთავარი ამბავი.., სიახლეები, სკანდალი
0
ნიკა არაბიძე და კომედი ჯგუფის ნაწილი რუსთავი 2-ს ტოვებს – რა გეგმები აქვთ მათ?
3.6k
SHARES
19.9k
VIEWS
გაზიარება Facebook-ზე

“პრაიმამბებისთვის” ცნობილი გახდა, რომ ალეკო მალხაზიშვილმა და მისი გუნდის არასრულმა შემადგენლობამ “რუსთავი 2” დატოვა და სამუშაოდ “ფორმულაზე” გადავიდნენ.
“კომედი ჯგუფი” “რუსთავი 2”-ზე “ნიკა არაბიძის შოუს”, “ფარულ კონვერტს”, “ანეკდოტების შოუს”, “გააცინე და მოიგეს” და “კომედი შოუს” აკეთებდა.
არხიდან წასული ნიკა არაბიძე და ალეკო მალხაზიშვილი “რუსთავი 2”-ს თანამშრომლობისთვის მადლობას უხდიან და ამბობენ, რომ ახალი მენეჯმენტის მხრიდან მათ თავისუფლებაში არანაირი ჩარევა არ ყოფილა.
“პრაიმამბები” “კომედი გრუპის ხელმძღვანელს” ალეკო მალხაზიშვილს დაუკავშირდა.
– ალეკო, რატომ დატოვეთ “რუსთავი 2”?
– საინტერესო შემოთავაზება მივიღეთ, გავხადოთ “ფორმულა” წარმატებული არხი. ეს ჩვენი გუნდითვის დიდი მოტივაციაა კრეატიული წინსვლისა და განვითარებისთვის. ამიტომაც დავთანხმდით. “რუსთავი 2”-ზე კარგის მეტი არაფერი მეთქმის.
“ფორმულაზე” “კომედი ჯგუფის” ოთხი გადაცემით გადავედი, ია ფარულავას “ფარული კონვერტი” დარჩა “რუსთავი 2”-ზე და მის ნაცვლად სხვა გადაცემას გავაკეთებთ. ალბათ მარტიდან ან მარტის შუა რიცხვებიდან უკვე ეთერში გავალთ.

ნიკა არაბიძე (იუმორისტი, ტელეწამყვანი): “ფორმულაზე” გადავდივართ მთელი გუნდი და მათ შორის “ნიკა არაბიძის შოუც”, ახლა ვწერ სეზონის ბოლო გადაცემას “რუსთავი 2”-თვის. არანაირი დაპირისპირების და ფინანსურად უფრო მომგებიანი შემოთავაზების გამო, არ მივდივართ “ფორმულაზე”, უბრალოდ ახლა ასე გადავწყვიტეთ.
– რაიმე შეზღუდვა ხომ არ გქონიათ “რუსთავი 2”-ზე?
– “რუსთავი 2”-თვის მადლობის მეტი არაფერი არ მეთქმის. სრული თავისუფლება მქონდა მუშაობისთვის. რაც შეიცვალა არხის მფლობელი, ჩვენს არცერთ გადაცემაზე ცენზურა არ ყოფილა, რაც ეთერში ჩანდა კიდეც. ხელისუფლებაზეც ვხუმრობდით, ოპოზიციაზეც და ორივე მხრიდან გვყავდა სტუმრები.

ასევე იხილეთ

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

ლიბერთი ბანკის სერვისები, რომლის შესახებ აუცილებლად უნდა იცოდე

ბინები ვაკის პარკთან: საცხოვრებელი კომპლექსების უპირატესობა

“პრაიმამბები” არხის გენერალურ დირექტორს პაატა სალიას დაუკავშირდა.
– ჩვენ საკმაოდ წარმატებული ურთიერთობა გვქონდა, მათი მხრიდან რამდენიმე პროდუქტი მზადდებოდა “რუსთავი 2”-თვის, მაგრამ მიიღეს ახალი შემოთავაზება და გადაწყვიტეს ახალ გამოწვევებს შეეჭიდონ.
ურთიერთობებში არანაირი წინააღმდეგობები არ გვქონია, არ გამოვრიცხავ მომავალში ისევ გადაიკვეთოს ჩვენი გზები, უბრალოდ ჯგუფმა ჩათვალა სხვა არხზე გამოსცადოს ბედი.
საბოლოოდ რომელი გადაცემები წავა და რა სახით წავა ეს უკვე მოლაპარაკების დეტალებია. “კომედი ჯგუფის” ხელმძღვანელობასთან ვთანამშრომლობთ და საბოლოო ჯამში რა გადაწყდება კონკრეტულად, გაიგებს მაყურებელი, როგორც ჩვენი არხით, ასევე იმ არხით სადაც გადადიან.

თამარ ბოჭორიშვილი

თამარ ბოჭორიშვილი

Related Posts

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია
სიახლეები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

by Prime Ambebi
May 28, 2024
სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას
სიახლეები

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

by Prime Ambebi
May 28, 2024
ლიბერთი ბანკის სერვისები, რომლის შესახებ აუცილებლად უნდა იცოდე
სიახლეები

ლიბერთი ბანკის სერვისები, რომლის შესახებ აუცილებლად უნდა იცოდე

by Prime Ambebi
March 30, 2023
ბინები ვაკის პარკთან: საცხოვრებელი კომპლექსების უპირატესობა
სიახლეები

ბინები ვაკის პარკთან: საცხოვრებელი კომპლექსების უპირატესობა

by Prime Ambebi
March 30, 2023
ბლენდერი და ჩაიდანი: სამზარეულოს ორი აუცილებელი მოწყობილობა
სიახლეები

ბლენდერი და ჩაიდანი: სამზარეულოს ორი აუცილებელი მოწყობილობა

by Prime Ambebi
March 30, 2023
Load More

რეკომენდირებული

No Content Available

არ გამოტოვოთ

No Content Available

გაფრთხილება

გამოქვეყნებული მასალების კოპირება ადმინისტრაციასთან შეუთანხმებლად დაუშვებელია

კატეგორიები

Lifestyle
ვიდეო
ინტერიერი
კვირის TOP 5
მსოფლიო
სიახლეები
სკანდალი
ტოპ სიახლე
ფოტოგალერეა
შოუბიზნესი
ჯანმრთელობა

12+

Powered By My Software © 2020 PRIMEAMBEBI.GE - All rights reserved

No Result
View All Result
  • სიახლეები
  • ტოპ ნიუსი
  • მსოფლიო
  • სკანდალი
  • Lifestyle
  • ჯანმრთელობა
  • შოუბიზნესი
  • კვირის TOP 5
  • ინტერიერი
  • ვიდეო
  • ფოტოგალერეა
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PRIMEAMBEBI.GE - All rights reserved