ცნობილი ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ინსტაგრამზე საკუთარ გამომწერებს სიახლეებით იშვიათად ანებივრებს და შესაბამისად სთორებსაც არ აქვეყნებს ხშირად.
თუმცა ცოტა ხნის წინ, მან პირად გვერდზე რამდენიმე კადრი გამოაქვეყნა, სადაც ჩანს როგორ მართავს თვითმფრინავს ჩოგბურთელი.

როგორც “პრაიმამბებმა” გაარკვია თვითმფრინავის მართვა სპორტსმენის ახალი გატაცება მას შემდეგ გახდა, როდესაც ერთ-ერთი ტურნირიდან სახლში სახლში დაბრუნებისას, მართვის პულტთან ის თავად პილოტმა მიიწვია.








