ნინი ბადურაშვილი გუშინ 35 წლის გახდა. უმშვენიერეს მომღერალს და ტელეწამყვანს დაბადების დღე სოციალური ქსელის მეშვეობით უამრავმა ადამიანმა მიულოცა.
რადგან ახლა მსოფლიო კორონავირუსს ებრძვის და საქართველოში ლოკდაუნი არის გამოცხადებული, ნინიმ დაბადების დღე არ გადაიხადა. თუმცა მას პომპეზური წვეულებები ისედაც არ უყვარს.
ნინის დაბადების დღე პირველად დედამ, მსახიობმა ეკა კახიანმა, ქალიშვილმა ელენემ და უმცროსმა დამ ქეთო თოფურიძემ მიულოცა.








