მსახიობი ნინუცა მაყაშვილი რეჟისორ რობერტ სტურუას პოსტს პასუხობს და ამბობს, რომ მისგან სხვა შეფასებას არც ელოდა.
“ჩავთვალე მე ვიყავი ყველა იმ ადამიანის ხმა, ვისზეც ძალადობენ და ამას ვერ ამბობს. სწორედ ეს იყო ჩემი მიზანი და არა ფულადი კომპენსაციის აღება.
ის კომენტარიც სასაცილო იყო, თითქოს კლუბებში და პარფიუმერიაში ვხარჯავ ფულს. არც ველოდი მისგან ადეკვატურ რეაქციას, ზუსტად ვიცოდი რაც იქნებოდა, იმიტომ რომ კარგად ვიცნობ და ვიცი მისი დამოკიდებულება ბესოს მიმართ.
მე მასთან ვმუშაობდი და ისევე, როგორც სხვები მეც უსამართლოდ გამათავისუფლა თეატრიდან, დედაჩემს უნდოდა სასამართლოში ეჩივლა, მაგრამ არ გავაკეთებინე ეს, იმ ფაქტის შემდეგ, საერთოდ არაფერი არ მიკვირს მისგან” – განაცუხადა მსახიობმა და ტელეწამყვანმა “ტვ პირველს”.







