ცნობილი რუსი მოდელი ირინა შეიკი დიდი პოპულარობით სარგებლობს, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მისი და ბრედლი კუპერის ოჯახი დაინგრა.

ირინა დატვირთული სამუშაო გრაფიკის მიუხედავად, აქტიურად არის ჩართული ქალიშვილის, პატარა ლეას აღზრდაში.

ვარსკვლავმა ინსტაგრამის პირად გვერდზე დედის ფოტო გამოაქვეყნა, სადაც მას პლგა შაიხისლამოვას თავზე ფეხი უდევს და აწერია: მიყვარხარ.
ამას ფანების აღშფოთება მოჰყვა. კომენტარებში ირინას აკრიტიკებენ მსგავსი ფოტოს გამოქვეყნების გამო. “რატომ გიდევთ ფეხი დედაზე?”, “რატომ ამცირებთ? ეს რა ჟესტია?”, “ნუ დასცინით, ის ხომ დედაა!” – წერენ კომენტარებში.








