ახალი წლის დადგომამდე რამდენიმე დღე დარჩა, შესაბამისად ნაძვის ხე კარანტინში მყოფმა ბევრმა ადამიანმა უკვე ააწყო.
მათ შორის არის ცნობილი სატელევიზიო პროდუსერის ნოე სულაბერიძის და “მის საქართველო 2011”-ის ჯანეტ ქერდიყოშვილის წყვილი.

ისინი 2021 წელს ქალიშვილთან ანნასთან ერთად შეხვდებიან, რომლისთვისაც სახლში ზღაპრული გარემო შექმნეს.

ჯანეტმა ნაძვის ხე ლისზე მდებარე მდიდრული სახლის ტერასაზე ააწყო. ახალი წლის მთავარი სადღესასწაულო ხე, სულაბერიძე-ქერდიყოშვილის წყვილის სახლში ძირითადად ირმებით და ბაფთებით არის მორთული. საახალწლო კუთხეს ასევე თეთრი ბუშტებიც ამშვენებს.








