ამერიკაში მცხოვრები მომღერალი, ნინი შერმადინი სოციალური ქსელში დედის გარდაცვალების შესახებ სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს.
“ნეტა კიდევ როდის შევხვდებით. ძალიან მომენატრებით… ასე ორივემ როგორ დამტოვეთ მარტო… ასე უთქმელად… ძალიან მიყვარხართ. შეხვედრამდე მარადისობაში” – წერს დედაზე მომღერალი.
ნინის, გაზაფხულზე, მძიმე სენთან ბრძოლის შემდეგ მამა გარდაეცვალა.







