დღეს ჯაბა ბოგჯუას დაბადების დღეა. მომღერალი 41 წლის გახდებოდა. მომღერლის დედა, შვილის გარდაცვალების შემდეგ, პირველად ხვდება ამ დღეს საფლავზე.
მანანა გვასალია: – ახლა ტაძარში შევდივარ და მერე სასაფლაოზე ავალ ახლობლებთან ერთად. ძალიან მიჭირს ჯაბას გარეშე. ყველაზე მეტად საკუთარ დაბადების დღეს ზეიმობდა.
უყვარდა 13 მარტი…

12 წლიანი კომის შემდეგ ჯაბა გასული წლის სექტემბერში დედის დაბადების დღეს გარდაიცვალა.
“შენ ხომ სიცოცხლისთვის იყავი დაბადებული….
ჩემო მონატრებავ. ჩემო დიდო ტკივილო… ჩემო მოუსვენარო…
აქედან გილოცავ – სულგამწარებული და ტკივილიანი…
პირველი დაბადების დღეა უშენოდ…
მიყვარხარ და გეფერები ოცნებებში და სიზმარში. ძალიან მიჭირს, რომ ცოცხალი ვარ” – წერს მომღერლის დედა “ფეისბუქზე”.













